newsსაბერძნეთი

ბერძნებმა თურქულ შვეულმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

ორშაბათს, 9 აპრილს თურქულმა შვეულმფრენმა ბერძნული კუნძულის გასწვრივ უკანონო ფრენა განახორციელა. საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

ინციდენტი კასტელორიზოს დასავლეთით მდებარე კუნძულ როსთან მოხდა. თურქული შვეულმფრენი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, კუნძულს მიუახლოვდა. საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაბამისი ბრძანების შემდეგ, საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა არმიის გენერალური შტაბის საგანგებო თათბირი მოიწვია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close