საბერძნეთი

კლიმატის ცვლილება – რა ემუქრება საბერძნეთს?

ქალაქ პატრის უნივერსიტეტის პროფესორი ათანასიოს არგირიუ საბერძნეთის ხელისუფლებას კლიმატის გლობალური ცვლილების იმ ტენდეციებზე მიუთითებს, რომლებიც საბერძნეთს საფრთხეს უქმნიან.

პროფესორის განცხადებით, რამდენადაც საბერძნეთს საკმაოდ დიდი სანაპირო ზოლი აქვს, ბევრი დასახლება დატბორვის საფრთხის წინაშეა. ზღვის დონის მომატება გარდაუვალია და მინიმუმ 20 სანტიმეტრით გაიზრდება, ზოგიერთი დაანგარიშებით კი, შესაძლოა 2 მეტრიც შეადგინოს. ამავე დროს, მეცნიერი ნალექის 9 პროცენტით შემცირებას წინასწარმეტყველებს. ასეთ შემთხვევაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

თუკი მოვლენები ბერძენი მეცნიერის ვარაუდის მიხედვით განვითარდება, ეს მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ტურიზმსა და სხვა სფეროებს. მაღალი ტემპერატურის პირობებში განსაკუთრებით საშიშია სხვადასხვა პარაზიტის გამრავლება, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.

ერთადერთი სფერო, რომელზეც ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდა დადებითად იმოქმედებს, მზის ენერგიის წარმოებაა.

პროფესორი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა გლობალური დათბობის ტემპის შემცირებისკენ მიმართული ზომები გატარდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close