იოანა იოანიდუ – ულამაზესი ძალოსანი თესალონიკიდან

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, როდესაც საუბარი ქალ ძალოსნებს ეხება, წარმოსახვაში წარმოგვიდგებიან ქალურ სილამაზეს მოკლებული, მამაკაცური თვისებების მქონე ქალები დაკუნთული სხეულით. რა თქმა უნდა, ეს სტეროტიპი მცდარია და ამის არგუმენტად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამჯერად იოანა იოანიდუზე მოგითხრობთ.

თესალონიკელი ძალოსანი იოანა იოანიდუ მთელი თავისი ჰაბიტუსით ნათლად ადასტურებს, რომ ძალოსნობა და ქალური სილამაზე სრულიად თავსებადი ცნებებია.

25 წლის იოანამ თითქმის ერთდროულად დაიწყო სპორტსმენისა და მოდელის კარიერა. მას ძალიან მოსწონს ძალოსნობა, რადგან, როგორც თავად ამბობს, სპორტის ეს სახეობა საკუთარი შესაძლებლობების ყოველდღიურად გადალახვის საშუალებას აძლევს. მუდმივი, თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელი ხდება ახალი სიმაღლეების დაპყრობა, რაც მას თვითრწმენას უმაღლებს. მძიმე ყოველდღიური ვარჯიშის პარალელურად იგი ახერხებს, მოდელის საქმიანობითაც დაკავდეს, ძალოსნობა კი სრულიადაც არ უშლის ხელს, ქალური სინაზე შეინარჩუნოს და მშვენიერ ფორმაში იყოს.

იოანა იოანიდუ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ძალოსნობაში ვარჯიში არ იწვევს ქალის სხეულის დეფორმაციას, პირიქით, მას კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის და შეუძლებელია, არ დაუჯერო: თავად იოანა მართლაც ძალიან ლამაზია.

კომენტარები
Загрузка...