სამზარეულო

სპაგეტი ლიმონით, პარმეზანით და პიტნით

ამ ორიგინალური კერძის მომზადებას სულ რაღაც 15 წთ სჭირდება, გემო კი მართლაც საუცხოო აქვს – მომჟავო და მაცოცხლებელი.

საჭირო პროდუქტი: 400 გ სპაგეტი, 2 ლიმონის წვენი, 1 დიდი კონა ოხრახუში, 4 კბილი ნიორი, 5 ს/კ ზეითუნის ზეთი, 100 გ გახეხილი პარმეზანი, შავი პილპილი, პიტნა გასაფორმებლად.

მომზადების წესი: ლიმონი გაფცქვენით, კანის ნახევარი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი. ნიორი წვრილად დაჭერით. დიდ ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ ნიორი, ლიმონის გახეხილი კანი და ოხრახუშის ფოთლები ღეროების გარეშე. ტაფა დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. გააჩერეთ კიდევ 10 წუთი. სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ და დაყარეთ სოუსიან ტაფაზე. მოაყარეთ გახეხილი ყველი, აურიეთ, გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ გახეხილი ლიმონის კანი და პიტნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close