ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 – 29 ნოემბერი

ნოემბრის ბოლო კვირა საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება. ეს პერიოდი თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას, სიფრთხილესა და წინდახედულობას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა უმჯობესია, ენერგია დაზოგოთ, მიმდინარე საქმეები დაასრულოთ და შესაძლებლობები სწორად გადაანაწილოთ.

გამოიყენეთ ეს კვირა სამომავლო გეგმების დასახვისთვის, ახალი იდეების მოსაფიქრებლად და მყარი საფუძვლის შესაქმნელად, რომელიც მომავალში სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

23-24 ნოემბერი – მზისა და ნეპტუნის ტრინი

ეს ასპექტი აძლიერებს თანაგრძნობას, თავგანწირვასა და ალტრუიზმს. ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული ხდება, ადამიანებს კი ხელოვნებისა და სილამაზის მიმართ ინტერესი უმძაფრდებათ. ამ დღეებში გრძნობები და ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია. ეს სიყვარულის, შემოქმედებისა და სიკეთის გამოვლენის პერიოდია.

25-26 ნოემბერი – მზისა და პლუტონის სექსტილი

ორივე პლანეტა ენერგიასთან ასოცირდება: მზე პიროვნულ ენერგიას განასახიერებს, პლუტონი კი – დიდი ჯგუფებისა და კოლექტივების ძალას. მათი ჰარმონიული ურთიერთქმედება ადამიანს საზოგადოებრივ პროცესებთან უკეთ შეგუებისა და საერთო მიზნების განცდის შესაძლებლობას აძლევს.

ეს გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი შეიძლება იყოს მასობრივი ღონისძიებების დროს, მაგალითად, სპორტულ შეჯიბრებებსა და კონცერტებზე, სადაც მონაწილეებსა და მაყურებლებს ერთიანობისა და საერთო ინტერესების განცდა აერთიანებთ. ამასთან, შესაძლოა მოიმატოს ფიზიკურმა ენერგიამ და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების სურვილმა.

25-26 ნოემბერი – მზისა და ურანის ოპოზიცია

ეს ასპექტი შემოქმედებით თვითგამოხატვასა და პირადი თავისუფლების მოთხოვნილებას უკავშირდება. თუმცა, რადგან ოპოზიცია დაძაბული ასპექტია, თავისუფლების სურვილმა შესაძლოა მოულოდნელი და რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგოს. ზოგიერთს ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილიც გაუჩნდება. პირად ურთიერთობებში კი შესაძლოა გაჭირდეს შეზღუდვებთან შეგუება და დათმობაზე წასვლა.

28 ნოემბერი – ვენერასა და იუპიტერის სექსტილი

ეს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ასტროლოგიური ასპექტია. ამ პერიოდში ადამიანებს შორის ურთიერთობები თბება, იზრდება კეთილგანწყობა და ურთიერთგაგება. კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარება უფრო ადვილი ხდება, წინააღმდეგობები კი თანდათან კარგავს სიმწვავეს.

ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი წამოწყებებისთვისაც – შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა იპოვოს. კარგი დროა საყიდლებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისა და ქორწინების რეგისტრაციისთვისაც.

29 ნოემბერი – ურანისა და პლუტონის ტრინი

შორეულ პლანეტებს შორის ასპექტები, როგორც წესი, მთელი თაობების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და არა ცალკეული ადამიანების ყოველდღიურობაზე.

♈ ვერძი

ამ კვირაში ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ, თუმცა სიფრთხილე და წინდახედულობა არ უნდა დაივიწყოთ. ნუ იმოქმედებთ დაუფიქრებლად – თქვენი გაბედული და მიზანმიმართული ნაბიჯები წარმატების წინაპირობა გახდება. სამსახურში დაწინაურების შანსიც გაქვთ.

თუ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობასა და იქ ცხოვრების გამოცდილების მიღებაზე ოცნებობთ, შესაძლოა ამ კვირაში ისეთი გარემოებები შეიქმნას, რომლებიც ამ სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ. მეგობრებთან შეხვედრაც სასიამოვნო ემოციებს მოგგვრით.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია საყიდლებისთვის და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 28

არახელსაყრელი დღე: 25

♉ კურო

ამ კვირაში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოთ. შეძლებთ, სწრაფად გაუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.

ლიდერული პოზიციის მოსაპოვებლად მხოლოდ ინიციატივა არ კმარა – მოთმინებაც დაგჭირდებათ. ეს კარგი პერიოდია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად და მათი ჯანსაღი ჩვევებით შესაცვლელად.

კვირა ხელსაყრელია ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ახალი ადამიანების გასაცნობად. შესაძლოა ამ ნაცნობობას რომანტიკული გაგრძელებაც მოჰყვეს და სასიამოვნო მოგზაურობაც დაგეგმოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 29

არახელსაყრელი დღე: 26

♊ ტყუპი

ღრმა განსჯა და მოვლენების რეალისტურად შეფასება სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ. შეძლებთ, ძალები მოიკრიბოთ და დასახული მიზნისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. წარმატება თქვენს პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული.

ინტუიციამ შესაძლოა საინტერესო იდეები გიკარნახოთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ფაქტები გადაამოწმეთ. ნუ მისცემთ სხვებს თქვენით მანიპულირების საშუალებას და ნუ წახვალთ ისეთ კომპრომისებზე, რომლებიც თქვენთვის მიუღებელია.

ხელსაყრელი პერიოდია პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ. მარტოხელა ტყუპებს კი კვირის ბოლოს ხანმოკლე რომანტიკული თავგადასავალი ელოდებათ. შესაძლოა, საიდუმლო პაემანიც შედგეს.

სასიკეთო დღეები: 25, 27

არახელსაყრელი დღე: 23

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში მოგზაურობა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება როგორც კარიერისთვის, ისე პირადი ცხოვრებისთვის. მოერიდეთ მისტიციზმით ზედმეტად გატაცებასა და სხვისი საიდუმლოებების გარკვევის მცდელობას – ამას შესაძლოა ჭორები და უსიამოვნო ინტრიგები მოჰყვეს.

ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას მეტი თავშეკავება გმართებთ. მოერიდეთ ირონიულ შენიშვნებს და ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე – ბევრი რამ თავისთავად მოგვარდება.

კარგი დროა ცხოვრების წესის შესაცვლელად და ყოველდღიური საქმიანობის უფრო ეფექტიანად დასაგეგმად. დიდი ალბათობაა, რომ ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს.

შაბათ-კვირას დასვენებისა და გართობისთვის თანაბარი დრო გამოყავით. გაითვალისწინეთ ახლობლების გეგმებიც – შესაძლოა, სადმე მიგიწვიონ.

სასიკეთო დღეები: 24, 27

არახელსაყრელი დღე: 26

♌ ლომი

შესაძლოა კარიერული საკითხები გაწუხებდეთ, თუმცა პრობლემებისადმი თქვენი გონივრული მიდგომა არაერთი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. ყურადღებით გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები და იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ურთიერთპატივისცემა და ჰარმონია თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო მყარსა და სასიამოვნოს გახდის. ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც ეხება. ხელსაყრელი პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის.

შაბათ-კვირა კარგი დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ახალი შენაძენი საოჯახო საქმეებს გაგიადვილებთ და უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.

სასიკეთო დღეები: 25, 29

არახელსაყრელი დღე: 27

♍ ქალწული

ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და თქვენი აქტიურობაც გაიზრდება. ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად და საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. თუმცა მიღებული ინფორმაცია ყურადღებით გადაამოწმეთ – შესაძლოა ზოგიერთი ცნობა დამახინჯებული აღმოჩნდეს და შეცდომაში შეგიყვანოთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. უმჯობესია ხუთშაბათს ახალი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ.

ოჯახში ჰარმონიული გარემო იქნება. შეგიძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად საოჯახო საქმეებს მიხედოთ. კარგი დროა ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად, კარადებისა და თაროების დასალაგებლად. მეტი თავისუფალი სივრცე შინაურ გარემოშიც სიმშვიდეს შეგიქმნით.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია სიყვარულისა და შემოქმედებისთვის. რომანტიკული ურთიერთობები სასიამოვნო საუბრებითა და ემოციებით იქნება დატვირთული.

სასიკეთო დღეები: 27, 28

არახელსაყრელი დღე: 26

♎ სასწორი

პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელოდებათ. გარშემო მყოფები თქვენს აზრს გაითვალისწინებენ, ცოდნას დაგიფასებენ, იუმორი კი საჭირო დროსა და ადგილას გამოავლენს თქვენს მომხიბვლელობას. შესაძლებელიაკარიერული წინსვლაც.

ეცადეთ, გათავისუფლდეთ აკვიატებული ფიქრებისა და შიშებისგან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეგიძლიათ და რეალისტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

პირად ცხოვრებაში ჰარმონიული კვირა გელით. მარტოხელა სასწორებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდეს.

შაბათ-კვირას შესაძლოა სტუმრები გეწვიონ ან ოჯახური წვეულება გამართოთ. ხელსაყრელი დროა სახლის მორთვისა და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად.

სასიკეთო დღეები: 24, 29

არახელსაყრელი დღე: 28

♏ მორიელი

ამ კვირაში ახლობლების მიმართ მეტი შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოთ. ყველას არ აქვს თქვენი შეუპოვრობა და მიზნისკენ სწრაფვის უნარი, ამიტომ ნუ მოსთხოვთ სხვებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.

ოთხშაბათს თქვენი პროფესიული შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ახლა მთავარი მიღწეულის შენარჩუნება და ნაჩქარევი რადიკალური ცვლილებებისგან თავის შეკავებაა. ხელსაყრელი პერიოდია შეხვედრებისა და სტუმრად მისვლისთვისაც.

კარგი დროა პრაქტიკული ნივთების შესაძენად, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხელსაწყოები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები. თუ რემონტს ან მშენებლობას გეგმავთ, შეგიძლიათ საჭირო ნივთების შერჩევას შეუდგეთ და სახლის უფრო მყუდროდ მოწყობაზე იზრუნოთ.

შაბათ-კვირას უარი არ თქვათ მეგობრების კომპანიასა და ქალაქგარეთ გართობაზე.

სასიკეთო დღეები: 25, 27

არახელსაყრელი დღე: 28

♐ მშვილდოსანი

ამ კვირაში ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი კონტაქტების დამყარება ბევრ სარგებელს მოგიტანთ. სასურველია, თავად გამოიჩინოთ ინიციატივა. ყურადღება თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობაზე გადაიტანეთ და არა დაპირისპირებაზე.

ნუ მისცემთ ნეგატიურ ემოციებს თქვენი გეგმების ჩაშლის საშუალებას. შესაძლოა გავლენიან ადამიანებთან ახალი და პერსპექტიული ნაცნობობაც დაამყაროთ. იფიქრეთ მომავალზე და ეცადეთ, წარსულში მომხდარმა მოვლენებმა წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.

ხელსაყრელი პერიოდია სწავლისთვის, ახალი ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. რომანტიკულ ურთიერთობებშიც სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

სასიკეთო დღეები: 23, 26

არახელსაყრელი დღე: 24

♑ თხის რქა

ამ კვირაში თქვენი ყურადღება მატერიალურ და ფინანსურ საკითხებზე იქნება მიმართული. მათი უმეტესობის მოგვარებას ნამდვილად შეძლებთ, თუ მოქმედების თანმიმდევრულობას შეინარჩუნებთ და დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანთ. ხელსაყრელი პერიოდია დამატებითი სამუშაოს მოსაძებნად და ფრილანსერული საქმიანობით შემოსავლის გაზრდისთვის.

შესაძლებლობა გექნებათ, კოლეგებთან და ნაცნობებთან ურთიერთობაც გაიუმჯობესოთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე სუფევს, თუმცა პროფესიული საქმიანობის გამო შესაძლოა გარკვეული დროის მარტო გატარება მოგიწიოთ.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია გარეგნობასა და სტილში ექსპერიმენტებისთვის. შეგიძლიათ შეიცვალოთ ვარცხნილობა ან გარდერობი განაახლოთ. ეს სიახლეები უფრო ენერგიულსა და თავდაჯერებულს გაგხდით.

სასიკეთო დღეები: 23, 28

არახელსაყრელი დღე: 27

♒ მერწყული

ამ კვირაში შეძლებთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ და კარგი შემოსავალიც მიიღოთ. საუბრისას თავშეკავება გამოიჩინეთ და სიტყვები ყურადღებით შეარჩიეთ. პარასკევს თქვენი ინიციატივა სათანადოდ დაფასდება.

მოერიდეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კამათს. ნუ დაივიწყებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა და მათი გვერდით ყოფნა. თუ ყურადღების კონცენტრირებას შეძლებთ, ბევრს მიაღწევთ.

კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამომავლო გეგმების გასაფართოებლად, სწავლისა და მოგზაურობისთვის.

შაბათ-კვირას კი ყველაზე კომფორტულად მშვიდ და მყუდრო გარემოში იგრძნობთ თავს. შესაძლოა, განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან დარჩენა მოგინდეთ. კარგი დროა მედიტაციისა და სხვა სულიერი პრაქტიკებისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 27

არახელსაყრელი დღე: 24

♓ თევზები

ამ კვირაში კარიერული წინსვლის კარგი შესაძლებლობები გექნებათ. წარმატებას მიაღწევთ იმ წამოწყებებში, რომელთა განხორციელებისთვისაც ძალისხმევას არ იშურებთ. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ – ამ ეტაპზე უმჯობესია, მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ. მათ შორის, შესაძლოა, საყვარელი ადამიანის პრობლემების მოგვარებაც დაგჭირდეთ.

მნიშვნელოვანია, კოლეგებს თქვენი ახალი უნარები და შესაძლებლობები დაანახვოთ. თამამად გამოავლინეთ საკუთარი პროფესიული პოტენციალი.

ხელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი გეგმების დასასახად. შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ საინტერესო და შემოქმედებით ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

შაბათ-კვირა მეგობრებთან ურთიერთობასა და მცირე მოგზაურობას დაუთმეთ, განიტვირთებით და დადებითი ენერგიით აივსებით.

სასიკეთო დღეები: 25, 29

არახელსაყრელი დღე: 27

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close