fbpx
პოლიტიკა

ჩამოვიდა თუ არ ჩამოვიდა? – არის თუ არა ბათუმში გადაღებული სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები

დღეს, პირველ ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“. 

ცოტა ხანში ამ პოსტს ორი ვიდეოც მოაყოლა, სადაც ამტკიებს, რომ ის ბათუმში იმყოფება, თუმცა ორივე ვიდეო ისეა გადაღებული, რომ თითქმის შეუძლებელია ამოცნობა, ბათუმია თუ სხვა ქალაქი.

ამ საკითხზე თავად ბათუმელების და ამ ქალაქის კარგად მცოდნეების აზრიც გაიყო, თუმცა ყველა მათანის ვერსიაც მხოლოდ ვარაუდია და დაზუსტებით ვერავინ ამბობს, ნამდვილად ბათუმში იმყოფება თუ არა სააკაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.

„ძალიან მარტივი ფეიკია, რაც სააკაშვილისგან ეს არავის უკვირს“, – ასე გამოეხმაურა ​„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაჭერა კიდევ ცოტა ხნით გადაიწევს.

საკითხავია, რატომ არის სააკაშვილის მიერ გავრცელებული ორივე ვიდეო გადაღებული ისე, რომ უკანა ფონზე გარკვევით არაფერი ჩანს.

„დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მზად ვარ, მათ დავენაძლევო“, – ეს განცხადება პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მისი შეფასებით, სააკაშვილი შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთ ვიდეოებს აქვეყნებს, როგორიც „ქართული ოცნებისთვის“ არის ხელსაყრელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურმან დუმბაძე კი ირწმუნება, რომ სააკაშვილი ბათუმშია და „ხვალ, 8 საათსა და 5 წუთზე გამოაჩენენ“. „ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ“, – აცხადებს დუმბაძე.  ალბათ საუბარია საღამოს 8 საათსა და 5 წუთზე, არჩევნებში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close