სპორტი

ლილე სვანაძე ჭადრაკში 10-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ლილე სვანაძემ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 10-წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩემპიონატში 49 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ტურნირზე ცხრა პარტია ითამაშა: შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა და 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close