ვიდეოპოლიტიკა

შსს-მ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრები გაავრცელა (ვიდეო)

მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

„ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია. სამართალდამცველ უწყებას ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა.

მოგვიანებით  შსს-მ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას ის საქმეები გააცნო , რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული და ბრალდებულია.

როგორც პროკურატურა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული., პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციარულ .დაწესებულებაში მოათავსეს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close