fbpx
საზოგადოება

რა გზით ვიაროთ? – დღეს ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი

რა გზით ვიაროთ? – ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.

🙏 უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან – სიწმინდისაკენ, განკითხვიდან – ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან – სიყვარულისკენ, მიწიდან – ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.

🙏 დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი – შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.

არ შეგეშინდეთ, უფლის ძალა და მადლი ჩვენთანა.

ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close