ჰოროსკოპი

რას გვპირდება ოქტომბერი – ცნობილი ასტროლოგის პროგნოზი და რჩევები

ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეებს ასტროლოგიური პროგნოზების საფუძველზე გეგმავენ, დანარჩენებს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ, – ასე მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ასტროლოგს პაველ გლობას. მისი პროგნოზით, მიმდინარე წლის ოქტომბერი დიდი „კატაკლიზმებით“ არ იქნება გამორჩეული. იგი გვირჩევს, დავკავდეთ სწავლით, თვითგანვითარებით, გადადებული საქმეების მოგვარებით, ახლობლებთან ურთიერთობით.

ოქტომბრის „პოზიტივს“ განაპირობებს ის, რომ ოთხი პლანეტა რეტროგრადულობისგან გათავისუფლდება, თუმცა ეს არ მოხდება დაუყოვნებლივ, ამიტომ თვის დასაწყისში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. თვის დასაწყისი არაპროგნოზირებადი და რთული იქნება ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ სიტუაცია თანდათან გამოსწორდება.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 11, 12, 17, 21 და 29 ოქტომბერი. ვარსკვლავების მდებარეობა რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თავი უნდა აარიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არახელსაყრელ დღეებში, როგორიცაა: 2, 5, 6, 9, 14, 20, 23 და 28 ოქტომბერი. ეს ყველაზე მეტად ჯანმრთელობის საკითხებს და დიდ ფინანსურ ოპერაციებს ეხება.

ოქტომბრის  შუა რიცხვები კარგი პერიოდია ახალი ურთიერთობებისთვის, ქორწილისა და ბავშვის ჩასახვისთვის.

ეს ზოგადად, ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და თავად გაარკვევთ, განსაკუთრებით რომელ მათგანს გაუმართლებს.

 

ვერძი

ვერძი ზოდიაქოს ყველაზე გამძლე, ძლიერი და მტკიცე ნიშანებს განეკუთვნება, ამიტომაც რეტრო- მერეკურით გამოწვეულ სიძნელეებს თვის დასაწყისში ვერძები საკმაოდ ადვილად გაუმკლავდებიან. ეს ნიშნავს, რომ ვერძი თვის ყველაზე იღბლიან ადამიანთა შორისაა. საერთოდ, ოქტომბერი მათთვის დინამიკური იქნება, სიახლეებითა და პოზიტიური ემოციებით სავსე. პროექტები, რომლებზეც ვერძი დიდ იმედს ამყარებს, გაამართლებს და წარმატებით განხორციელდება. გაითვალისწინეთ, რომ ოქტომბერში უნდა დაკავდეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით, რომელთა მომავლისთვის გადადებას აზრი არ აქვს.

 

კურო

თვის დასაწყისში კუროს ნიშნის წარმომადგენლები ენერგიისა და ძალების ძლიერ ნაკლებობას იგრძნობენ. საღამოობით და შაბათ-კვირას სათანადო დასვენების გარეშე ძალების აღდგენა შეუძლებელი იქნება. თავისუფალი დრო საკუთარი თავის გამოცდასა და შფოთვაზე არ უნდა დაკარგოთ. ვარსკვლავებს სურთ, რომ კურო გაერთოს, ისეირნოს, საყვარელი საქმეები აკეთოს. თვის მეორე ნახევარში, მერკურის რეტროგრადულობის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ, 18 ოქტომბრიდან კი თამამად დაიწყოთ ახალი საქმეები.

 

ტყუპი

ტყუპებმა გარეგნობაზე უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ოდნავ მაინც შეიცვალოთ გარეგნობა და ახალი ტანსაცმელი შეიძინოთ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას, წარმატების შანსს და მიმზიდველობას საპირისპირო სქესისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებსა და მამაკაცებს ცოტა სხვადასხვაგვარად გაუმართლებთ: მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს – უფრო სიყვარულში, მამაკაცებს – სამსახურში. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ აქტიურად დაკავდნენ სპორტით.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ოქტომბერში ყველაზე მნიშვნელოვანი სათანადო დასვენებაა. საქმე ისაა, რომ ოქტომბერში ბევრი სხვადასხვა საქმე და საზრუნავია, რაც კირჩხიბებისგან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. მუდმივმა დაღლილობამ შეიძლება მათ პრობლემები შეუქმნათ. იმ კირჩხიბებმა, რომელთაც ზედმეტი თანხა აქვთ, უმჯობესია ის ჯანმრთელობასა და განვითარებაში ჩადონ. უაზროდ არ დახარჯოთ ფული საყიდლებზე და გართობაზე. შეგიძლიათ შეიძინოთ საინტერესო წიგნი ან დარეგისტრირდეთ რამე კარგ კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ლომი

ფინანსური სფერო ლომისთვის უმთავრესია ოქტომბერში. ღამის მნათობებს სურთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დიდი დრო სამსახურსა და ბიზნესს დაუთმონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოთ პასუხისმგებლობით და გამიზნულად. უკეთესი აზროვნებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ლომმა უპირატესობა საქმიან, სადა ჩაცმულობას უნდა მიანიჭოს. ნუ მოინდომებთ ძალიან მყვირალა სამოსის ჩაცმას,  ეს საქმიდან და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღებას გაგიფანტავთ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიზარმაცისა და საქმის გაჭიანურების პროვოცირება.

 

ქალწული

ქალწულებს შეძლება ჰქონდეთ უსიამოვნო შეხვედრები და დიალოგი ადამიანებთან, რომლებსაც ის არ მოსწონთ. იმისათვის, რომ მსგავსმა ფაქტებმა ნეგატივი და წარუმატებლობა არ გამოიწვიოს, ქალწულებმა უნდა ისწავლონ ასეთი ადამიანების ენერგეტიკის დაბლოკვა. ბევრ მათგანს შეუძლია ცარიელი დაპირებების და შეგნებულად არასწორი რჩევების მიცემა. წარმატების ტალღაზე დარჩებიან მხოლოდ ის ქალწულები, რომელთაც საკუთარი თავის იმედი აქვთ  და შეუძლიათ თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები. სასიყვარულო სფეროში ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატება ელით, მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი. დანარჩენებმა უმჯობესია ამ თვეში ყურადღება სამსახურზე გაამახვილონ.

 

სასწორი

სასწორმა ოქტომბერში სასწრაფოდ უნდა მოიშოროს ჩვევები, რომლებიც აიძულებს გუშინდელი ცხოვრებით იცხოვროს. ოქტომბერში ამ ადამიანებს საკმაოდ გაუმართლებთ, მით უმეტეს, თუ ისინი შეწყვეტენ წარსულის გახსენებას და აწმყოზე გაამახვილებენ ყურადღებას. ეს შესანიშნავი დროა თვითგანვითარებისთვის, საქმისადმი სრული თავდადებისთვის. ვარსკვლავებს სურთ, რომ სასწორმა მოიცილოს ცინიზმი და გულგრილობა. უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი სამყარო თავისი სიხარულითა და პრობლემებით. ამ ადამიანებს, დიდი ალბათობით, შეუძლიათ თავიანთი ცხოვრება შეცვალონ.

 

მორიელი

ოქტომბერში მორიელებმა სულიერ განვითარებაზე უნდა იზრუნონ. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ძველი თაობის წარმომადგენელთა რჩევებს, ასევე გაეცნოთ შვიდ აღმოსავლურ სიბრძნეს. სავსებით შესაძლებელია მორიელებს მსოფლმხედველობის შეცვლა მოუწიოთ. ისინი შეძლებენ, სხვა თვალით შეხედონ სამყაროს. მოდის დრო, როდესაც ბევრი რამ აღარ იქნება ნაცნობი და გასაგები და ყველაფერი საიდუმლოებით მოცული კი უკიდურესად მარტივი და აშკარა გახდება. ეს შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად და აღმოჩენებისთვის.

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ოქტომბრის პირველი ხუთი და ბოლო ორი დღე ძალიან რთული იქნება. 6 ოქტომბერს პლუტონი რეტროგრადულობისგან თავისუფლდება, რაც ახალ კარს გაუხსნის მშვილდოსნებს. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება როგორც სიყვარულში, ისე საქმეებში. რთულ პერიოდში უმჯობესია თავს არ მისცეთ ხასიათის წახდენის უფლება და ირწმუნოთ, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება. დანარჩენ დროს თავად მშვილდოსანი იქნება პოზიტივის წყარო. მათი ენერგეტიკა შეიცვლება, ამიტომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის შანსი.

 

თხის რქა

თხის რქის წარმომადგენლებს ბევრი განსხვავებული საკითხი აქვთ გადასაწყვეტი. პლანეტებისა და ვარსკვლავების პოზიციები იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება. სავარაუდოდ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს  შეუძლიათ სტრიქონებს შორის დაინახონ სამყაროს საიდუმლო კოდი. ისინი ახლა მეექვსე გრძნობას უნდა დაეყრდნონ, რაც მათ ყველა სფეროში გამარჯვებამდე მიიყვანთ და უსიამოვნო სიტუაციებიდან გამოსვლაში დაეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოთ. ენერგიის გასაძლიერებელი მედიტაცია დაგეხმარებათ, რათა სრულ მზადყოფნაში იყოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

მერწყული

მერწყულისთვის თვის დასაწყისი შეიძლება უსიამოვნო მოგონებებით იყოს სავსე. ეცადეთ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდეთ ცუდ აზრებს. ოქტომბერი ამ ნიშნის ადამიანებისთვის იქნება დრო, როდესაც მოგიწევთ „თვალებში ჩახედოთ“ თქვენს ფობიებსა და დაუცველობას. შეიძლება მერწყული რაღაც უცნობის შიშმა მოიცვას, მაგრამ პლანეტები მიანიშნებენ, რომ მათ რაიმე ახალი უნდა ცადონ. დიახ, რეკომენდებული არ არის ხიდების მთლიანად დაწვა, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ჩვეულ კავშირებზე უარის თქმა ბედნიერების მოსაპოვებლად.

 

თევზები

თევზებისთვის ეს თვე ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი იქნება. შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ შორეულ მოგზაურობაში, შეიცვალოთ გარემო, სხვაგან გადახვიდეთ, ასევე, დაიწყოთ ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა, ვთქვათ, რემონტი. არ გადადოთ საქმეები და არ დაკარგოთ ინიციატივა. ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოთ. დგება დრო, როდესაც თევზებს შეუძლიათ წარსულის შეცდომების გამოსწორება და წარმატებული მომავლის დაგეგმვა.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ენერგეტიკული მინერალების არჩევისას, რადგან სიტუაცია ცვალებადი იქნება.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close