პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა.

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს უცნიბი ჯარისკაცის საფლავი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close