პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

9 აპრილი – ტრაგედია და თავისუფლება: საქართველო ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს

საქართველო დღეს თავისი უახლესი ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს – 9 აპრილის სისხლიანი დარბევის 37-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს.

1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს. დარბევისას გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები.

დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. დაშავდა და ქიმიური აირებით მოიწამლა აქციის ასობით მონაწილე.

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო, რის შედეგადაც საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელიც 1921 წლიდან საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაკარგული ჰქონდა.

დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close