ეკონომიკაიტალია

იტალიაში პირველი ოქტომბრიდან ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები იზრდება

მეოთხე კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) იტალიაში ელექტროენერგიის ტარიფი ჩვეულებრივი ოჯახებისთვის 29,8%-ით გაიზრდება, ხოლო გაზის ტარიფი – 14,4%-ით. ამის შესახებ ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ (Arera) 28 სექტემბერს განაცხადა

ტარიფები ძალაში შევა პარასკევიდან – პირველი ოქტომბრიდან და დეკემბრის ბოლომდე იმოქმედებს.

ადრე ითქვა, რომ გაზის ტარიფი 40%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ამ საკითხზე პოლიტიკური დისკუსიის დაწყების შემდეგ  მთავრობამ პირობა დადო, რომ ტარიფის ზრდის შესაჩერებლად 3 მლრდ ევროს გამოყოფდა. ამის შედეგად 29 მლნ ოჯახს და 6 მილიონ მცირე მეწარმეს ტარიფების ზრდის ტვირთი შეუმსუბუქდებათ.

ამ დროისთვის იტალია გამოყენებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილის იმპორტს ახორციელებს. „ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის ინიციატივით, ქვეყანაში განახლდა დისკუსია ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ იდეას მხარს უჭერს გარკვეული პირობებით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close