10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი
მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინეს, რომელ საკვებ პროდუქტებშია ყველაზე მეტი ვიტამინი, მინერალი და სხვა სასარგებლო ნივთიერება. ამ კვლევას მედიცინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნული პროდუქტები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გულის დაავადებებისა და კიბოს წარმოქმნის რისკს ამცირებენ. ეს ნივთიერებებია: კალიუმი, უჯრედისი (საკვები ბოჭკო), ცილა, კალციუმი, რკინა, თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა), ფოლიუმის მჟავა, თუთია; აგრეთვე, ვიტამინები – В6, В12, С, D, Е და К.
მეცნიერებმა შექმნეს სკალა იმ სარგებლის განსაზღვრისთვის, რომელსაც ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტისგან იღებს. იდეალურ პროდუქტად ითვლება ის, რომლის 100-გრამიანი ულუფის ასივე პროცენტი აუცილებელი საკვები ნივთიერებებია. ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიას და მათ შეფასებას ამ პირობითი სკალის მიხედვით:
10. ფოთლოვანი კომბოსტო – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 62,49
9. სალათა რომენი – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 63,48
8. ოხრახუში – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 65,59
7. ფოთლოვანი სალათა – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 70,73
6. ვარდკაჭაჭა – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 73,36
5. ისპანახი – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 86,43
4. ჭარხლის ფოთოლი – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 87,08
3. სალათა მანგოლდი – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 89,27
2. ჩინური კომბოსტო – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 91,99
1. წყლის წიწმატი – საკვები ნივთიერებების პროცენტი: 100
ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებები ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ და ჯანსაღი საკვების მიღებას ცდილობთ, აუცილებლად ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში.
თამარ ქავჟარაძე
მსგავს თემაზე: ეს პროდუქტები აუცილებლად ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში
გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს
ზეითუნის ზეთი აშშ-ში ოფიციალურად აღიარეს სამკურნალო საკვებ პროდუქტად
კომენტარები