LA REPUBBLICA: იტალიაში ოჯახებში დასაქმებული 1,2 მლნ-მდე ადამიანი არალეგალურად მუშაობს

ფოტო: avvenire.it
იტალიაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის, მიგრანტები, ოჯახის მოსამსახურედ და მოხუცი ადამიანების მომვლელად მუშაობს, – წერს  7 მაისს გამოცემა LA REPUBBLICA ოჯახში დამსაქმებელთა იტალიის ნაციონალური ასოციაციის, ASSINDARCOLF-ის ექსპერტების კვლევაზე დაყრდნობით.

2 მლნ-იდან დაახლოებით 60% ანუ 1,2 მლნ-მდე ადამიანი არალეგალურად მუშაობს – ისინი შემოსავალს იღებენ და გადასახადებს არ იხდიან.

ასოციაციის მონაცემებით, არალეგალურად, შრომითი ხელშეკრულების გარეშე მომუშავე ოჯახის მოსამსახურეების, მოხუცების მომვლელების და ძიძების სამუშაო იტალიაში მთლიანი შიდა პროდუქტის 1,25%-ს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მხარდაჭერის პოლიტიკის შემთხვევაში ამ სექტორში უახლოეს წლებში დამატებით 5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი.

ნინო ხოშტარია

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: არალეგალი იმიგრანტის დასაქმებისთვის იტალიაში ჯარიმა 1400 ევრო გახდა

ასევე დაგაინტერესებთ: „იტალიური სინდრომი“ – დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალები იტანჯებიან

კომენტარები