ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 სექტემბერი

სექტემბრის ბოლო კვირა მოთმინებას, პრაქტიკულ მიდგომასა და საჭიროების შემთხვევაში გეგმების კორექტირების უნარს მოითხოვს. ყურადღება იმ საქმეებზე უნდა გადაიტანოთ, რომლებიც ამ ეტაპზე ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია საქმეების დასასრულებლად, დოკუმენტების გადასახედად და ადრე გაცემული დაპირებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კი უმჯობესია, ემოციებზე მეტად ფაქტებსა და პირად გარემოებებს დაეყრდნოთ.
კვირის მთავარი გზავნილი
არ იჩქაროთ – ჯერ გაარკვიეთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, შემდეგ კი იმოქმედეთ. კვირის დასაწყისი ხელს უწყობს ცოდნის, ინფორმაციისა და ახალი იდეების გამოყენებას, ხოლო კვირის ბოლოს მეტი სიფრთხილე და კრიტიკული აზროვნება იქნება საჭირო.
კვირის მთავარი ასტროლოგიური ასპექტები
21 სექტემბერი – მერკურისა და იუპიტერის სექსტილი
ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა განსაკუთრებით გამოიკვეთოს სწავლის, ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები. ხელსაყრელი პერიოდია გამოცდილ ადამიანებთან შეხვედრისთვის, რჩევების მისაღებად და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.
ანალიტიკურ უნარებს კარგად შეავსებს სხვადასხვა ინფორმაციის ერთიან, თანმიმდევრულ სისტემაში გაერთიანების უნარი. ეს ხელს შეუწყობს როგორც ორგანიზებას, ისე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანას.
ასპექტი ასევე ხელსაყრელია სწავლისა და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებისთვის. მათთვის, ვინც საჯარო გამოსვლებით ან საშემსრულებლო ხელოვნებით არის დაკავებული, შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაც უფრო მარტივი აღმოჩნდეს.
26 სექტემბერი – მზისა და ნეპტუნის ოპოზიცია
ამ ასპექტის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს გაურკვევლობისა და ილუზიების რისკი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს საკუთარი მიზნების ან სხვისი განზრახვების სწორად შეფასება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ დაპირებებსა და ინტუიციას არ დაეყრდნოთ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაამოწმოთ. ფინანსურ თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში სიფრთხილე განსაკუთრებით გამოგადგებათ.
26 სექტემბერი – მზისა და პლუტონის ტრინი
ეს ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს მიზანდასახულობას, შინაგან ძალასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის სურვილს. კარგი პერიოდია იმ საქმეებისთვის, რომლებიც თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობასა და თანმიმდევრულ მოქმედებას მოითხოვს.
შესაძლოა გაიზარდოს ფიზიკური აქტივობისა და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილიც. სპორტით დაკავებულებმა კი ყურადღება საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასა და მომზადებაზე უნდა გაამახვილონ და არა მხოლოდ მაღალი შედეგის მიღწევის მოლოდინზე.
გაითვალისწინეთ, რომ ჰოროსკოპში მითითებულია ასპექტების ჩამოყალიბების ზუსტი თარიღები, თუმცა ამ ასპექტების გავლენა შესაძლოა 1-2 დღით ადრე დაიწყოს და რამდენიმე დღის შემდეგაც გაგრძელდეს.
♈ ვერძი
ამ კვირაში საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. ეცადეთ, სამუშაოზე კონცენტრირდეთ და თქვენი პროექტების განხორციელებას თამამად შეუდგეთ. პარასკევს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა ახალ იდეებსა და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
უქმეები უმჯობესია ქალაქგარეთ გაატაროთ. მსხვილი შენაძენების დაგეგმვისას კი პარტნიორის სურვილებიც გაითვალისწინეთ.
სასიკეთო დღეები: 22, 25
არახელსაყრელი დღე: 24
♉ კურო
თუ რაიმე გეგმა გაქვთ, ეჭვები გვერდზე გადადეთ და საქმეს შეუდექით. შეეცადეთ, მიღებული ცოდნა და თეორიული გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენოთ, თუმცა ამ კვირაში სამუშაო დატვირთვის მკვეთრად გაზრდა სასურველი არ არის.
ხუთშაბათს შესაძლოა ოჯახთან დაკავშირებული სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ. კვირის ბოლოს შეხვედრები გადადეთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ და სოციალური აქტივობა შეამცირეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 24
არახელსაყრელი დღე: 22
♊ ტყუპი
ამ კვირაში შესაძლოა სამსახურის შეცვლა შემოგთავაზონ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ახალი შესაძლებლობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონეთ.
ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ, სირთულეებს უფრო მარტივად გაუმკლავდეთ და გარშემო ჰარმონიული გარემო შექმნათ. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და კარგად დაისვენეთ – ეს თქვენი ემოციური წონასწორობისთვის მნიშვნელოვანია.
სასიკეთო დღეები: 25, 27
არახელსაყრელი დღე: 23
♋ კირჩხიბი
ეს კვირა შესაძლოა წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს, თუმცა ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა არ მოგიწევთ. ზოგიერთ სიტუაციაში მეგობრებისა და კოლეგების დახმარება ან რჩევა ძალიან გამოგადგებათ.
მოთმინება და კონსტრუქციული დიალოგი უკეთეს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე დაპირისპირება ან საკუთარ პოზიციაზე ჯიუტად დაყრდნობა. კარგი პერიოდია სწავლისა და ახალი ადამიანების გაცნობისთვის. პირად ურთიერთობებსაც მეტი ყურადღება დაუთმეთ.
ეცადეთ, შაბათ-კვირას ბუნებაში გაატაროთ დრო და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 26
არახელსაყრელი დღე: 23
♌ ლომი
ამ კვირაში საყვარელი საქმე შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს. მას ბევრი დროისა და ენერგიის დათმობა დასჭირდება, თუმცა შედეგად ემოციურ კმაყოფილებას და ფინანსურ სარგებელს მიიღებთ.
ხელსაყრელი შანსი გექნებათ მეგობრული კავშირების გამოყენებისა ან სამსახურის შეცვლისთვის, თუმცა ამისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ. მოერიდეთ ზედმეტად კრიტიკულ ადამიანებს და სამსახურებრივ კონფლიქტებში ჩართვას. ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივ კამათსაც უმჯობესია თავი აარიდოთ.
უქმეებზე ეცადეთ, მეგობრები მოინახულოთ ან თქვენთან სტუმრად მოიწვიოთ.
სასიკეთო დღეები: 21, 25
არახელსაყრელი დღე: 22
♍ ქალწული
ამ კვირაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ. სარისკო წამოწყებაც შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს, თუ საკუთარ შესაძლებლობებს სწორად შეაფასებთ და ფრთხილად იმოქმედებთ.
მნიშვნელოვანია კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება ახალ კოლეგებთან ან ახლახან გაცნობილ ადამიანებთან. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებში ჩართვას – უმჯობესია, საკუთარ საქმეზე კონცენტრირდეთ და სხვებს თავიანთი საკითხების დამოუკიდებლად მოგვარების საშუალება მისცეთ.
შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
სასიკეთო დღეები: 21, 25
არახელსაყრელი დღე: 23
♎ სასწორი
ამ კვირაში გააზიარეთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა, დაფარეთ ვალები და მოაგვარეთ პირადი საკითხები. გამოიჩინეთ წინდახედულობა და ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ენერგიას წვრილმან პრობლემებზე ნუ დახარჯავთ.
მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და შეეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს, ინიციატივა კი შეუმჩნეველი არ დარჩება.
კვირის ბოლოს შესაძლოა ძველ ნაცნობებთან კავშირი აღადგინოთ ან ახალი ადამიანები გაიცნოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27
არახელსაყრელი დღე: 26
♏ მორიელი
ამ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა სხვადასხვა სფეროში წარმატების შესაძლებლობა მოგცეთ. შინაგანი სიმშვიდე დაგეხმარებათ, დაბრკოლებებს უფრო მარტივად გაუმკლავდეთ.
ახლობლების მხარდაჭერა და ხელმძღვანელობისგან მიღებული დადებითი შეფასება თქვენს მოტივაციას გააძლიერებს. ახლა ნამდვილად გამოგადგებათ მეგობრებთან შეხვედრა, სუფთა ჰაერზე გასვლა და აქტიური დასვენება.
სასიკეთო დღეები: 24, 25
არახელსაყრელი დღე: 23
♐ მშვილდოსანი
ეს კვირა ხელსაყრელია დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. გამოიჩინეთ თავშეკავება, რათა ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან ურთიერთობა არ გაირთულოთ.
ეცადეთ, ენერგია გონივრულად გადაანაწილოთ. აქტიური საქმიანობისას არ დაივიწყოთ ოჯახი და დასვენების აუცილებლობა – ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია.
შაბათ-კვირას აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისა და გართობისთვის.
სასიკეთო დღეები: 25, 26
არახელსაყრელი დღე: 22
♑ თხის რქა
წინ მნიშვნელოვანი ცვლილებებით დატვირთული კვირა გელით, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად აქტიური იყოთ. შეაგროვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.
საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენითა და გარშემო მყოფების დახმარებით ავტორიტეტს გაიმყარებთ. ხუთშაბათს შესაძლოა ბიზნესთან დაკავშირებით პერსპექტიული წინადადებაც მიიღოთ.
შაბათ-კვირას საკუთარ თავს განტვირთვისა და დასვენების უფლება მიეცით.
სასიკეთო დღეები: 24, 27
არახელსაყრელი დღე: 23
♒ მერწყული
ამ კვირაში გამოიჩინეთ სიმტკიცე და უარი თქვით ზედმეტ საქმეებზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებსა და პროფესიულ თუ პირად კონტაქტებს. კვირის პირველ ნახევარში დრო აქტიურ კომუნიკაციასა და შეხვედრებს დაუთმეთ და ეცადეთ, თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, რადგან ამან შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს.
შაბათ-კვირა კარგი დროა სახლისა და პირადი სივრცის მოსაწესრიგებლად – გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისა და იმ საკითხებისგანაც, რომლებიც გონებაში ზედმეტ ადგილს იკავებს.
სასიკეთო დღეები: 22, 25
არახელსაყრელი დღე: 24
♓ თევზები
ამ კვირაში გეგმები ისე შეადგინეთ, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად არ დაგჭირდეთ. კომუნიკაბელურობითა და აქტიურობით ახალ საქმიან პარტნიორებს მიიზიდავთ, რაც პოზიციების გამყარებისა და სამომავლო გეგმების განხილვის შესაძლებლობას მოგცემთ.
კვირის მეორე ნახევარში პროფესიონალიზმის გამოვლენამ და ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასების მიღებამ შესაძლოა თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი.
შაბათ-კვირას ნათესავებს ესტუმრეთ – მათთან ერთად გატარებული დრო ენერგიას შეგმატებთ.
სასიკეთო დღეები: 22, 26
არახელსაყრელი დღე: 23
თამთა გურული



