„ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს ახალ წელს ულოცავს:
„წერილი ჩემს შვილს ლუკას. მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება.
ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი, როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა.
მაგრამ არა უშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ. მიყვარხარ და მენატრები“, – წერს ბასილაშვილი.
წერილი ჩემს შვილს ლუკას.
მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.ეს წელი ცოტა განსხვავებულია,იმიტომ რომ ვერ გირეკავ,…
Posted by Nikoloz Basilashvili on ხუთშაბათი, 31 დეკემბერი, 2020
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილმა ძალადობის ბრალდებით უჩივლა და სპორტსმენი 24 მაისს დააკავეს ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით.
გამოძიების მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
ბასილაშვილი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა საქმეზე საბოლოო განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.
პროცესის დაწყებამდე საქართველოს პირველ ჩოგანს მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიცია ეკავა, 2020 წლის სეზონი კი მე-40 ადგილზე დაასრულა. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს
„ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება
კომენტარები