საქართველოსპორტი

„ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს ახალ წელს ულოცავს:

„წერილი ჩემს შვილს ლუკას. მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება.

ჩვენ არას­დროს შევ­ხვერ­დილ­ვართ ერ­თად წე­ლი­წა­დის ამ დროს, ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რო­დის გა­იზ­რდე­ბო­დი რომ თან წა­მეყ­ვა­ნე და ერ­თად აღგ­ვე­ნიშ­ნა ახა­ლი წლის მოს­ვლა.

მაგ­რამ არა ­უ­შავს, მე ყო­ველ­თვის შენ­თან ვარ ჩემი ფიქ­რე­ბით და ეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია. რაც მთა­ვა­რია, თოვ­ლის ბა­ბუს სა­ჩუქ­რებს კარ­გად შე­გი­ნა­ხავ. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი“, – წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

წერილი ჩემს შვილს ლუკას.

მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.ეს წელი ცოტა განსხვავებულია,იმიტომ რომ ვერ გირეკავ,…

Posted by Nikoloz Basilashvili on ხუთშაბათი, 31 დეკემბერი, 2020

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლს ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილმა ძალადობის ბრალდებით უჩივლა და სპორტსმენი 24 მაისს და­ა­კა­ვეს ყო­ფი­ლი ცო­ლის ცე­მის ბრალ­დე­ბით.

გამოძიების მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ბასილაშვილი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა საქმეზე საბოლოო განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.

პროცესის დაწყებამდე საქართველოს პირველ ჩოგანს მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიცია ეკავა, 2020 წლის სეზონი კი მე-40 ადგილზე დაასრულა. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს

„ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close