საზოგადოებასაქართველო

„ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება

ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაზიანებულია, „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.

„მნიშვნლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – ამბობს წყარო, რომელმაც „პრაიმტაიმს“ მტკიცებულებად ფოტომასალა მიაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.

„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“, – ჰყვება წყარო.’

დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ინახება ამჟამად ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მსგავსი რამ არ ჩაუდენია.

„პირველად მესმის მსგავსი რამ. სისხლის სამართლის საქმეში ეს ინფორმაცია არ დევს და არც მეორე მხარის მიერ გაჟღერებულა. განქორწინების შემდეგ მათ თავინთი ნივთები გაიყვეს და მე არ ვიცი, ამჟამად სად არის ბასილაშვილის თასები. ალბათ თან წაიღო. ის ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი თასების დამტვრევას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ანა თავხელიძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი აპირებს პოლიციას მიმართოს ამ ინფორმაციის გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ვინაიდან სასამართლოს განჩინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარეს დოროყაშვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

„ინფორმაცია, რომელსაც ახლა თქვენ მეუბნებით, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პოლიციას, რათა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მოვითხოვთ, ნელი დოროყაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დაუყოვნებლივ ამოღებული და გამოტანილი იქნას ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა ნივთი და, პირველ რიგში, მის მიერ მოგებული თასები, რომელიც ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლებსაც დღემდე უკანონოდ არის დაპატრონებული ქალბატონი ნელი დოროყაშვილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოველთვის ხდება მაშინ, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს მნიშვნელოვანი თამაში და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქმედებაც იყოს იმაზე გათვლილი, რომ მორიგი ასპარეზობა მარცხით დაასრულოს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირმა ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100 000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close