ქართველები უცხოეთშიnews

საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.). მათივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ამასთან, საქართველოს საელჩო თურქეთში ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ დამატებით კითხვა გაგიჩნდებათ:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close