მიგრაციაnews

აშშ-ში რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზების გაცემაზე შეზღუდვის ვადა გახანგრძლივდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვის ვადა 2021 წლის მარტამდე გაახანგრძლივა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია СOVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში. კერძოდ, მარტამდე შეწყდება H1-B, H-2B, J-1 და L კატეგორიის თითქმის ყველა ვიზის გაცემა.

მოქმედი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს შეზღუდვა აშშ-ის მოსახლეობისთვის, პანდემიის დროს სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე, დასაქმების ახალ შესაძლებლობას გააჩენს.

როგორც ცნობილია, აშშ-ში სამუშაო ვიზების გაცემაზე შეზღუდვის შესახებ ბრძანებას დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში მოაწერა ხელი.

შეზღუდვა  ვრცელდება ახალი ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულებზე, სეზონურ სამსახურებში (თუმცა არა სოფლის მეურნეობაში) მომუშავეებზე, au pair-ის პროგრამის მონაწილეებზე, საერთაშორისო კორპორაციების მენეჯერებსა და სხვა წამყვან თანამშრომლებზე.

შეზღუდვა უკვე შეეხო დაახლოებით 525 000 ადამიანს.

აღსანიშნავია, რომ 24 ივნისიდან ძალაში შესული შეზღუდვები არ შეხებია იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აშშ-ში და სამუშაო ვიზა ჰქონდათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close