fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

2 იანვრიდან საფრანგეთის 15 დეპარტამენტში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო 2 იანვრიდან საფრანგეთის 15 დეპარტამენტში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

კომენდანტის საათი 18:00-იდან 06:00 საათამდე შემდეგ დეპარტამენტებში იმოქმედებს: ზემო ალპები, ზღვისპირა ალპები, დუ, არდენი, ვოგეზი, მარნა, ზემო მარნა, მიორტი და მოზელი, მიოზი, ზემო სავოია, იურა, ბელფორის ტერიტორია, მოზელი, ნიევრი და სონა და ლუარა.

„ვირუსი გავრცელებას განაგრძობს. ის ნაკლებად სწრაფად, ნაკლებად მძაფრად ცირკულირებს, ვიდრე ჩვენს მეზობელთა უმეტეს ნაწილში, მაგრამ ის მაინც ვრცელდება“, – აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, გაბრიელ ატალის განცხადებით, 7 იანვრისთვის კულტურული დაწესებულებები არ გაიხსნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 620 425 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 64 632 ადამიანი გარდაიცვალა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close