fbpx
მოგზაურობა

ევროკავშირის „მწვანე პასპორტის“ ვადა შესაძლოა ერთი წლით გახანგძლივდეს

ევროკომისიის წინადადებით, კოვიდ-19-ის სერტიფიკატების სისტემა ერთი წლით შეიძლება გახანგძლივდეს. სერტიფიკატების მიზანია პანდემიის დროს 27 წევრ ქვეყანაში მოგზაურობისს ხელშეწყობა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო აცხადებს, რომ ვირუსი კვლავაც ძალიან გავრცელებულია მთელ ევროპაში და ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, 2022 წელს როგორ გაიზრდება ინფექცია, ან გამოჩნდება თუ არა ახალი ვარიანტები. ამიტომაც, თუ  კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა პანდემიის დასრულებამდე ამოიწურება, ამან შესაძლოა დაბნეულობა და დაბრკოლებები შექმნას.

ე. წ. ევროპული მწვანე პასპორტი გასული წლის პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში ევროკავშირის ტერიტორიაზე წევრი ქვეყნების მოქალაქეების შეუზღუდავი მოგზაურობის ხელშესაწყობად. ამ დროისთვის გაცემულია 1,2 მილიარდი კოვიდ-სერტიფიკატი. ევროკომისიის წინადადება ევროპული კოვიდპასპორტის ვადის 2023 წლის ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close