საზოგადოებასაბერძნეთი

„კორონავირუსი სასიამოვნო დაავადებაა, ღვთისმშობელს ვთხოვე, ჩემთვის გამოეგზავნა“ – მიტროპოლიტი ნეოფიტო

მიტროპოლიტი ნეოფიტო კარანტინის მდგომარეობიდან გამოვიდა და უჩვეულო განცხადებების გაკეთებას აგრძელებს.

როგორც უკვე ცნობილია, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ვაქცინის გაკეთების სასტიკი წინააღმდეგი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სასულიერო პირი ამჯერად ამბობს, რომ კორონავირუსი ერთობ სასიამოვნო დაავადებაა და ღვთისმშობლისგან მან თავად ითხოვა, რომ დაინფიცირებულიყო.

„კორონავირუსი სასიამოვნო დაავადებაა, ღვთისმშობელს მე ვთხოვე, ჩემთვის გამოეგზავნა“, – ამბობს მიტროპოლიტი ნეოფიტო.

ამას გარდა, იგი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც ვირუსი გადასდო, მისი მძღოლია და საერთო ჯამში ძალიან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი ინფიცირებული იყო, სასულიერო პირი ამ დრომდე უარს აცხადებს აცრაზე.

პარალელურად, მსგავსი დამოკიდებულების გამო, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ხრისოსტომო აპირებს, მომდევნო კვირას მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე დააყენოს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close