ფსიქოლოგიატესტები

რაზე მეტყველებს თქვენი სიყვარულის ხაზი?

სიყვარულის ხაზი ბევრ რამეს გიამბობთ. კარგად დააკვირდით თქვენს ხელისგულს და შეადარეთ ტესტში მოცემულ ილუსტრაციას.

თუ თქვენი ხელისგული A ილუსტრაციას ემთხვევა:

1. სამართლიანი ადამიანი ხართ. ძლიერს სუსტის დაჩაგვრის საშუალებას არასდროს მისცემთ.

2. არ შეგიძლიათ უღალატოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს. იშვიათად იტყუებით.

3. ჯიუტი ხართ, გიჭირთ სხვების აზრის გათვალისწინება. მეტიც, გაღიზიანებთ, როცა თქვენს პირად სივრცეში შემოჭრას ცდილობენ.

4. ადამიანებზე ერთი შეხედვით არასდროს მსჯელობთ. ჯერ კარგად აკვირდებით და მის გაცნობას ცდილობთ, მხოლოდ ამის შემდეგ გექმნებათ მასზე ძირფესვიანი შთაბეჭდილება.

5. დროის მენეჯმენტში მოიკოჭლებთ. სწორად ვერ ანაწილებთ დროს, ამიტომ ზოგჯერ ყველა საქმეს ვერ ასწრებთ.

თუ თქვენი ხელისგული B ილუსტრაციას ემთხვევა:

1. გეშინიათ სიახლეების. გირჩევნიათ სხვის გაკვალულ გზაზე გაიაროთ. ზედმიწევნით იცავთ ტრადიციებს.

2. დიდ დროს ატარებთ ოჯახურ გარემოში. თქვენთვის ოჯახის წევრები ყველაზე ახლობელი და ერთგული ადამიანები არიან.

3. გიჭირთ ყურადღების მოკრეფა, ამიტომ სამუშაოსთვის დიდი დრო გჭირდებათ.

4. თქვენში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ეგოიზმი.

5. ვერ სწავლობთ საკუთარ შეცდომებზე.

თუ თქვენი ხელისგული C ილუსტრაციას ემთხვევა:

1. ამბიციური ხართ. ეს დამოკიდებულება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რეალობას არ მოსწყდეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რამდენად რეალურია ჩემი ამბიცია?

2. დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარული ხართ. ვერ იტანთ, როცა ჩარჩოებს გიწესებენ.

3. უდავოდ, შთამბეჭდავია თქვენი ინტელექტი. ადამიანთან მხოლოდ 10 წუთი საუბარი გჭირდებათ, რომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოთ.

4. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს.

5. ნაკლებად მგრძნობიარე ხართ. არ გეხერხებათ ემოციების გამოხატვა. შეიძლება ითქვას, რომ ცივი ხართ.

თუ თქვენი ხელისგული D ილუსტრაციას ემთხვევა:

1. თავდაჯერებული ხართ, ამიტომ თქვენ შესახებ შეთითხნილ ჭორებს ან უსაფუძვლო და უადგილო კრიტიკას ნერვებს არ აშლევინებთ.

2. გეხერხებათ ადამიანური რესურსების მართვა. თანამშრომლები ყოველთვის ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს.

3. ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ. მიგაჩნიათ, რომ ადამიანის უპირველესი დანიშნულება სიკეთის კეთებაა.

4. ძალიან ტაქტიანად უდგებით ადამიანებს, ამიტომ თქვენგან იშვიათად სწყინთ მწარე სიმართლე ან დამსახურებული კრიტიკა.

5. ადამიანებთან მყარი ურთიერთობები გაქვთ. გიჭირთ ახლობლების დაკარგვა.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close