fbpx
საზოგადოება

უცნაური მოვლენა ლაგოდეხში- მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მოჩვენებები დადიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ სკოლაში მოჩვენება დადის.

ერთ-ერთი მოსწავლე ამბობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი გამოსახულება სართულიდან სართულზე, თავისუფლად გადაადგილდება და ეზოში მყოფებს ფანჯრიდან ესალმება.

მოზარდი აღწერს, რომ უცნობს ქალის ტანსაცმელი აცვია, სწრაფად გადაადგილდება და შენობის ჭერში ასვლის შემდეგ უკვალოდ ქრება.

მოჩვენენების არსებობის შესახებ მოსწავლეებმა სკოლის დირექტორს შეატყობინეს, რომელმაც პოლიციას მიმართა.

თავად დირექტორი ეჭვობს, რომ ბავშვებს ჯერჯერობით დაუდგენელი, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი აშინებს.

სოფელ კაბალის სკოლაში მოსწავლეების მიერ აღწერილს პოლიციამ ვერ მიაგნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, განაცხადეს, რომ ადგილის დათვალიერებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

knews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close