fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალია: ყოფილი ფეხბურთელის სახლში მარიხუანიას პლანტაცია აღმოაჩინეს

ყოფილი ფეხბურთელის, იტალიელი ლუიჯი სარტორის აგარაკზე მარიხუანის პლანტაცია აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ყოფილ სპორტსმენს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მისი და კიდევ ერთი თანამზრახველის, მარკო მანტოვანის სასამართლო პროცესი მომდევნო თვეში გაიმართება.

ჯამში, აღმოჩენილია 160 ძირი მცენარე, რომლისგანაც 2 კილოგრამამდე მარიხუანას დამზადებაა შესაძლებელი.

სამართალდამცველებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც აღმოაჩინეს, რომ მიტოვებულ კოტეჯში ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდა და თან შენობიდან შუქი ღამითაც გამოდიოდა.

ლუიჯი სარტორმა საფერხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close