fbpx
საზოგადოება

კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

კახი კავსაძე რამდენიმე დღეა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც Imedinews-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძის მდგომარეობა შემოყვანის მომენტში მძიმე იყო.

„კლინიკაში 3-4 დღის წინ შემოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამჟამად შედარებით უკეთესადაა, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ტურძელაძემ.

მისივე თქმით, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს.

კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოს მკურნალობდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close