ეკონომიკასაქართველო

ვის შეუძლია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღება 6 თვის განმავლობაში – შემოსავლების სამსახურის ინსტრუქცია (ვიდეო)

  • კომპენსაციის მიღების საშუალება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს. ისინი  კომპენსაციის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.
  • 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების საშუალება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

ვიდეოინსტრუქცია:

იხილეთ ვრცლად: https://rs.ge/NewsArchive?newsId=160

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close