fbpx
newsსაქართველო

ძველ გაგრაში სანატორიუმ „მოსკოვს“ და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი უახლოვდება

ძველ გაგრაში სანატორიუმ „მოსკოვის“ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ასევე საცხოვრებელი სახლებია, ცეცხლი უახლოვდება. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, რუსეთისთვის ვერტმფრენების თხოვნას აზრი არ აქვს, რადგან საფრენი აპარატისთვის საწვავი არა აქვთ.

მისი თქმით, აფხაზ მეხანძრე-მაშველებს მხოლოდ წვიმებისა და თოვლის იმედი აქვთ, რომელსაც სინოპტიკოსები 9 იანვრიდან ვარაუდობენ.

8 იანვარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ხანძრის ჩაქრობაში დახმარება, მათ შორის, ვერტმფრენების მეშვეობით. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში არ იმყოფება და მოქმედებს.

პასუხად ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ გაგრაში ტყის ხანძრებს აფხაზი მეხანძრეები აკონტროლებენ და სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება. „ჩვენი მეხანძრეები სიტუაციას უმკლავდებიან”, – განაცხადა შამბამ.

აფხაზეთი 4 იანვრიდან ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლის მიზეზიც, მეხანძრე-მაშველების ვარაუდით, ხმელი ბალახის დაწვაა. 5 იანვრის საღამოს გალის რაიონში ხანძრისგან 9 სოფელი დაზარალდა.საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ხანძრები მოსახლეობას საშიშროებას უქმნის.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close