მსოფლიო

„მდიდრებიც ტირიან“ – მექსიკური სერიალების ვარსკვლავი მალენი მორალესი გარდაიცვალა (ვიდეო)

გასული საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული სერიალების ვარსკვლავი, ცნობილი მექსიკელი მსახიობი მალენი მორალესი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ბოლო წლებში იგი სიმსივნეს ებრძოდა.

მორალესი გადაღებულია სერიალებში „მდიდრებიც ტირიან“, „ველური ვარდი“ და „კამილა“.

ინფორმაცია მალენი მორალესის გარდაცვალების შესახებ მექსიკის მსახიობთა ეროვნულმა ასოციაციამ გაავრცელა: „მსახიობთა ეროვნული ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, მალენი მორალესის, ჩვენი პროფკავშირის წევრის გარდაცვალების შესახებ. სამძიმარს ვუცხადებთ ოტო სირგოს, ოჯახს და მეგობრებს“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მალენი მორალესი და ოტო სირგო 45 წლის განმავლობაში იყვნენ ქორწინებაში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close