fbpx
საზოგადოებასაქართველო

„აფირისტ გრუზინო“ – როგორ მოატყუა აფხაზეთის ომში ქართველმა ჯარისკაცმა რუსები

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე ქართველი ჯარისკაცის, დიმა მეფარიშვილის ეშმაკობას იხსენებს, რომელმაც ომის დროს ქუთაისის ბატალიონი დაღუპვას გადარჩინა.

„მიყვარს ეს ისტორია. 92 წელი… გაგრას უტევენ, ქუთაისის ბატალიონის განახევრებული შემადგენლოობა ცდილობს გზის გადაკვეთას, მაგრამ მტერი თან წინ მოიწევს და თან მთავარ მაგისტრალს აკონტროლებს… მგონი ნოდარ ნათაძეც ამ ჯგუფთანაა… მთელი რაზმი განწირულია სასიკვდილოდ, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს , რომ ბიჭებმა გზა გადაკვეთონ, მტერი ისე ახლოაა , რომ გამორიცხულია გზის გადაჭრა…

დიმა მეფარიშვილი ქერა, 15 წელი რუსის ჯარში, გემზე ნამსახურებია, რუსულად თავისუფლად და უაქცენტოდ მოსაუბრე, ფიზიკურადაც რომ შეხედავდი, ღმერთო, ნათელში ამყოფე და „ვილიტი რუსის ვანია“ იყო… იცის ეს დიმამ, რომ ადვილია რუსად გაასაღოს თავი და თავში რაღაც აზრი მოუვიდა, ბიჭებს მიაძახა – მე ვრჩები და ცოტა უკან დაიხიეთ, მტერს შევაკავებო… თან თვითონ მტრისკენ ზუგით დაიწყო უკან დახევა, თან რუსულად უყვირის რუსებს – აქეთ არ წამოხვიდეთო… მტერმაც „ჭამა“ და გაკვირვებულებმა რამდენიმე რუსმა ყვირილი დაუწყო – რა გინდაო… უკვე დიმა მიუახლოვდა ახლოს და რუსებს არწმუნებს, რომ დაიცადეთб ცოტანი ვართ, მაშველი ძალა მოგვემაატოს და ერთიანად შევუტიოთ მაგენსო (ქაართველებსო). რამდენიმე რუსი დაეთანხმა და წუთით შეაყოვნეს შეტევა, ამასობაში ქუთაისის ბატალიონმა მოახერხა გზის გადაჭრა და მთებისკეენ გაღწევა, აქ უკვე დიმაც ვერ აკავებს მტერს და წამოიშალენ, გაეკიდნენ სროლით ჩვენ ბიჭებს, დიმა მეფარიშვილიც მისდევს უკვე ჩვენებს ვითომ სროლით. დევნა დიდხანს გაგრძელდა… რაღაც ადგილზე, სადაც ქუთაისის ბატალიონი ხევში დაეშვა, გადარჩა უკვე, მტერიც მიადგა , მაგრამ არ ჩაყვა… არ უღირდათ უკვე გარისკვა ალბათ….. რა ქნას დიმამ ??? ადგა და ამ რუსების თვალწინ ამოიდო „ბუშლატი“ საჯდომქვეშ და სრიალით ჩაყვა ხევს. მერე კი მიხვდნენ ისინიც, როგორ მოატყუა რუსის გარეგნობით ვიღაც ქართველმა… მიძახეს კიდეც და მიაგინეს „აფირისტ გრუზინო“, მაგრამ გვიანი იყო.

ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა დიმაც, ეს ამბავი ომის დროს მომიყვა და არასდროს დამიწერია…. იმ ბიჭებიდან კი ძაან ცოტაა ცოცხალი“, – წერს დავით ახრახაძე.

progressnews.press

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close