COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი პრეპარატს თავის სამ შვილზე ცდის
შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის ვაქცინა, ფაქტობრივად, მზადაა. რამდენიმე პრეპარატს შორის ყველაზე პერსპექტიული ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა. ამ მედიკამენტის დისტრიბუციის უფლება ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ გიგანტს AstroZeneka-ს ეკუთვნის.
ამ ვაქცინის შემქმნელია ქალი, სამი შვილის დედა, პროფესორი სარა ჯილბერტი (Sarah Gilbert). მას 1998 წელს ეყოლა სამი ტყუპი და ყველა მიხვდება, თუ რა რთული გზა გაიარა ამ ქალბატონმა, სანამ COVID-19-ის ვაქცინას შექმნიდა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდებოდა.
ამ ვაქცინამ უკვე გაირა ერთი კლინიკური გამოცდა 1077 მოხალისეზე. ყველა მათგანში მიიღეს მძლავრი იმუნური პასუხი, გვერდითი მოვლენების გარეშე. ახლა უფრო ფართომასშტაბიანი გამოცდა დაიწყო.
„ჩვენ გვჭირდება ვაქცინის ტესტირება 18-დან 55 წლამდე ჯანმრთელ ადამიანებზე“, – ამბობს სარა ჯილბერტი, ამიტომ საჭირო გახდა უამრავი ვოლონტიორის მოძიება. დედას საკუთარი დახმარება შესთავაზეს ტყუპებმა, რომლებიც უკვე 21 წლისები არიან. სარა ჯილბერი ამით ძალიან ამაყი და გახარებულია.
პროფესორი ამბობს, რომ არ ნერვიულობს ვაქცინის ეფექტურობაზე. „ჩვენ არაერთხელ გამოვიყენეთ ამ ტიპის ვაქცინა და აქ სიურპრიზები თითქმის გამორიცხულია“, – ამბობს სარა.
მისი სიტყვებით, ახლა მთავარი ამოცანაა კლინიკურ გამოცდაზე კონცენტრირება და წარმოების მომზადება, რათა პანდემია შეაჩერონ.
ამის პარალელურად სექტემბერში რუსეთში იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება. ნავარაუდევია, რომ ოქტომბრის დასაწყისში უკვე დაიწყება მოსახლეობის უფასო ვაქცინაცია, თუმცა ამ სიახლეს საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა როგორც მსოფლიო მედია, ისე სპეციალისტები. სამი დღის წინ, პარასკევს აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენებზე დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთსა და ჩინეთში ვაქცინის ტესტირება ყველა წესის დაცვით არ ჩატარებულა. მას ამის თქმის საფუძველს აძლევს ის მოკლე დრო, რომლის განმავლობაშიც კლინიკური კვლევები დასრულდა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თვითონ იწყებს ვაქცინის გამოშვებას, ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მედიკამენტების სადისტრიბუციო რუსულმა კომპანიამ „Р-Фарм”-მა ხელშეკრულება დადო AstroZeneka-სთან, რუსეთში მათ მიერ წარმოებული ვაქცინის შეტანაზე.
ავტორი – გიგი ყუფარაძე, პოსტი ფეისბუქზე
კომენტარები