fbpx
მოგზაურობასაზოგადოებასაქართველო

მგზავრებს აეროპორტებში გამოცხადება სამი საათით ადრე მოუწევთ

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განმარტებით, აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვასა და მგზავრების თერმოსკრინინგს.

მისივე განცხადებით, მგზავრებს აეროპორტებში სამი საათით ადრე მოუწევთ მისვლა და მიზეზი ის პროცედურებია, რომელთა დანერგვაც COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს მოუხდათ..

არჩუაძის განმარტებით, საქართველოს ყველა აეროპორტში არის ვენტილაციის სპეციალური სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს, ასევე, კონდიცირება.

„გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში სამი საათით ადრე გამოვცხადდებით“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close