ეკონომიკაიტალიამიგრაცია

იტალია: „სანატორიას“ საფუძველზე ლეგალიზაციის მოთხოვნით განაცხადის შეტანის ვადა 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა

როგორია სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა განაცხადების რაოდენობის მხრივ

სოფლის მეურნეობის სექტორში, ოჯახში დამხმარედ და მომვლელად დასაქმებული არალეგალური იმიგრანტების რეგულარიზაციის მიზნით განაცხადის შეტანის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, 15 აგვისტომდე (15 ივლისის ნაცვლად). 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული პირველადი ანგარიშის თანახმად, პროცედურის დაწყებიდან (პირველ ივნისს) ორ კვირაში, 15 ივნისის 13:00 საათამდე, არალეგალურად მომუშავე მიგრანტების დამსაქმებლებმა უკვე 32 000-მდე განაცხადი გააკეთეს, რომელთაგან 23 950-ის პროცედურა დასრულებულია, 7762-ის განხილვა კი მიმდინარეობს.

რაც შეეხება შესაბამის სექტორებს, უკვე შევსებული განაცხადების 91% (21 695) შინადამხმარეებსა და მომვლელებზე მოდის, მათგან 5906 განხილვის პროცესშია.

რაც შეეხება სტატისტიკას რეგიონების მიხედვით: ლომბარდია პირველ ადგილზეა შინადამხმარეებისა და მომვლელების განაცხადების რაოდენობით, ხოლო კამპანია ლიდერობს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავეთა ლეგალიზაციის განაცხადების რიცხვით.

წარმოშობის ქვეყნებთან დაკავშირებული სტატისტიკა კი ასეთია: მაროკო, ეგვიპტე და ბანგლადეში პირველ ადგილზეა შინადამხმარეებად და მომვლელებად დასაქმებული მიგრანტების შრომის რეგულარიზაციის მიზნით გაკეთებული განაცხადების რაოდენობით, ხოლო ინდოეთი, ალბანეთი და მაროკო კი სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული არალეგალური მიგრანტების მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ ლიდერობენ.

განაცხადი არალეგალური მიგრანტის ლეგალიზაციის თაობაზე დამსაქმებელმა უნდა გააკეთოს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში საიტზე: https://nullaostalavoro.dlci.interno.it/.

წყარო: cislveneto.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close