ფსიქოლოგიატესტები

ტესტი: გაიგეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

ალბათ გაინტერესებთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი. ჰოდა, პირადობის მოწმობა, სადაც თქვენი დაბადების თარიღია მითითებული, გვერდზე გადადეთ, რადგან ის ამ საკითხის გარკვევაში ვერ დაგეხმარებათ და ქვემოთ მოცემულ ტესტს ყურადღებით გაეცანით.

ეს ტესტი ნეიროლინგვისტური პროგრამირების დარგში მომუშავე სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მასში დასმულ შეკითხვებს თან პასუხების რამდენიმე ვარიანტი ერთვის. თქვენი ამოცანაა, თქვენთვის მისაღებ პასუხზე შეაჩეროთ არჩევანი, რის შედეგადაც გაიგებთ, რამდენად მოახერხეთ შემოქმედებითი ძალების შენარჩუნება და როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი.

1. სამსახურში გაგვიანდებათ, გაჩერებაზე მდგარი ავტობუსი სადაცაა ადგილიდან დაიძვრება, თქვენ კი რამდენიმე მეტრის მოშორებით იმყოფებით. როგორ მოიქცევით?

ა) გაიქცევით, რომ ავტობუსს მიუსწროთ;

ბ) ნაბიჯს აუჩქარებთ;

გ) ნაბიჯს ოდნავ აუჩქარებთ;

დ) ჩვეულებრივ განაგრძობთ სვლას;

ე) გაიხედავთ, მეორე ავტობუსი ხომ არ მოდის და იმის მიხედვით მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. როგორია თქვენი დამოკიდებულება მოდის მიმართ?

ა) ცდილობთ, არ ჩამორჩეთ მას;

ბ) მოდას აქტიურად ადევნებთ თვალყურს, მაგრამ იცვამთ იმას, რაც გიხდებათ;

გ) თანამედროვე ექსტრავაგანტური მოდელები თქვენს მოწონებას არ იმსახურებს;

დ) საერთოდ არ ცნობთ თანამედროვე მოდას;

ე) თქვენი დამოკიდებულება მოდის მიმართ თქვენივე განწყობილების მიხედვით იცვლება – ხან მოგწონთ, ხან არ მოგწონთ.

3. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ა) მეგობრებთან მიდიხართ;

ბ) ტელევიზორს უყურებთ;

გ) მხატვრულ ლიტერატურას კითხულობთ;

დ) კროსვორდებს ავსებთ;

ე) ქალაქგარეთ გადიხართ.

4. თქვენ თვალწინ ნამდვილი უსამართლობა მოხდა. თქვენი რეაქცია:

ა) ყველანაირად ეცდებით სამართლიანობის აღდგენას;

ბ) დაზარალებულის მხარეს დაიჭერთ;

გ) კანონის ფარგლებში შეეცდებით სამართლიანობის აღდგენას;

დ) ჩათვლით, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ და თქვენს საქმეს განაგრძობთ;

ე) ჩაერევით, მაგრამ საკუთარ აზრს არ გამოთქვამთ.

5. როგორია თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე მუსიკის მიმართ?

ა) აღფრთოვანებით უსმენთ;

ბ) ღიზიანდებით და პროტესტს გამოთქვამთ;

გ) თანამედროვე ხმაურიანი მუსიკა თქვენს მოწონებას არ იმსახურებს;

დ) მუსიკალური მიმდინარეობების ცვალებადობას გაგებით ეკიდებით;

ე) თვლით, რომ გემოვნებაზე არ დავობენ.

6. როგორ იქცევით,  როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმყოფებით?

ა) ცდილობთ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები;

ბ) სხვებს აიძულებთ, პატივისცემით მოგეპყრონ;

გ) ზომიერების გრძნობას არ კარგავთ და არ ცდილობთ სხვების ყურადღება მიიპყროთ;

დ) ყოველთვის თავაზიანი ხართ;

ე) საზოგადოებაში მაქსიმალურად იცავთ ქცევის წესებს.

7. როგორი სამუშაო მოგწონთ?

ა) მრავალფეროვანი, მაგრამ არა – მონოტონური;

ბ) რისკიანი;

გ) ისეთი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება;

დ) მსუბუქი;

ე) სამუშაოს განწყობილების მიხედვით აფასებთ.

8. რამდენად წინდახედული ხართ?

ა) საქმეს დაუფიქრებლად ჰკიდებთ ხელს;

ბ) ჯერ მოქმედებას იწყებთ, შემდეგ განსჯას;

გ) არცერთ საქმიანობას ისე არ მოჰკიდებთ ხელს, სანამ შედეგზე კარგად არ დაფიქრდებით;

დ) მხოლოდ ისეთი საქმე გაინტერესებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ;

ე) გადაწყვეტილებას გარემოებების გათვალისწინებით იღებთ.

9. როგორია თქვენი განწყობა?

ა) ხშირად ოპტიმისტური;

ბ) ხშირად პესიმისტური;

გ) ოპტიმიზმი ჭარბობს;

დ) პესიმიზმი ჭარბობს;

ე) ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული.

შედეგები

დათვალეთ და ჩაიწერეთ, რამდენჯერ აირჩიეთ „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ პასუხები. „ა“ ვარიანტები შეგიძლიათ არ დათვალოთ, „ა“ ფორმულაში არ ზის.

ახლა მიღებული ქულა მოცემული ფორმულის მიხედვით უნდა გაარკვიოთ: T= 2(ბ+(3Xგ)+(4Xდ) +(2Xე) – ალბათ მიხვდით, რომ X ნიშნავს გამრავლებას. ასოების ადგილას კი უნდა ჩასვათ ციფრი, რამდენჯერაც აირჩიეთ მოცემული ვარიანტი (მაგ., თუ სამჯერ აირჩიეთ „გ“ პასუხი, გ-ს ადგილას უნდა ჩასვათ 3, თუ ერთხელ აირჩიეთ – 1, თუ 4-ჯერ – 4. ასევეა სხვა ასოების შემთხვევაშიც).

მაგალითად, თქვენს პასუხებში არის: ერთი „ა“, ორი „ბ“, ორი „გ, ერთი „დ“ და ოთხი „ე“. ასო „ა“, როგორც ვთქვით, „თამაშგარე“ რჩება ანუ ფორმულაში არ ზის. დანარჩენი ასოების შესაბამისი ციფრები კი ფორმულაში მოცემულ კოეფიციენტზე უნდა გავამრავლოთ. ესე იგი: T= 2(2+(3X2)+(4X1)+(2X4))=2(2+6+4+8)=40

თუ ქულების რაოდენობა თქვენს ასაკს ემთხვევა, ყველაფერი კარგადაა. შემოქმედებით სფეროებში მოღვაწეობის შემთხვევაში კი უმჯობესი იქნება თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი თქვენს ნამდვილ ასაკზე ნაკლები იყოს.

ფსიქოლოგიური ასაკის „ჩამორჩენა“ იმაზე მიუთითებს, რომ კარგ ფორმაში ხართ და თქვენი შესაძლებლობები მაღალ დონეზეა.

თუ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი ბევრად აღემატება თქვენს ასაკს, ეს ნიშნავს, რომ ახლო მომავალში აუცილებლად შეგექმნებათ პირადი პრობლემები, ამიტომ კარგად ჩაუღრმავდით წარსულს: სანამ გვიან არ არის, იქნებ მოახერხოთ და გაარკვიოთ, რა იწვევს თქვენს ასეთ სწრაფ ფსიქოლოგიურ სიბერეს და რატომ მოექეცით ერთფეროვნებისა და გადაღლილობის მარწუხებში.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close