fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: გახდება თუ არა ნიღბის ტარება სავალდებულო საქალაქო ტრანსპორტში?

დღეს, როდესაც საბერძნეთი პანდემიის პირობებში შეზღუდვების თანდათანობით მოხსნისთვის ემზადება, მნიშვნელოვანი საკითხია საქალაქო ტრანსპორტის ფუნქციონირების ახალი ნორმები.

როგორც ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი აცხადებს, საქალაქო ტრანსპორტში რთულია სოციალური დისტანციის დაცვა და ბევრი რამ მოქალაქეთა პირად პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული. მინისტრის თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ათენში დაახლოებით 1100 ავტობუსი იმოძრავებს, ხოლო თესალონიკში – 350. იმისათვის, რომ არ მოხდეს მგზავრებით სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთვა, ბევრად მეტი რაოდენობაა საჭირო, მაგრამ ამჟამად ეს შეუძლებელია.

იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი ავტობუსები, ტროლეიბუსები და მეტროს ვაგონები მაქსიმუმ 50 პროცენტით დაიტვირთებოდა. რამდენადაც ეს შეუძლებელი ჩანს, განიხილება მგზავრების მიერ ნიღბების ტარების ვალდებულების შემოღება. ამჟამად მძღოლები უკვე ატარებენ ნიღბებს და სამუშაო დღის ბოლოს ხდება სადეზინფექციო ხსნარით სატრანსპორტო საშუალებების დამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მიმართა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელს წინადადებით, შემუშავდეს ევროკავშირის ერთობლივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბერძნეთს სჭირდება ტურიზმი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხიც.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close