მსოფლიოსაზოგადოება

კვიპროსელი ექიმები ხელისუფლებას ეკლესიების გახსნას სთხოვენ

გამოქვეყნდა 152 კვიპროსელი ექიმის წერილი ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისადმი, რომლითაც მედიცინის მუშაკები ეკლესიებში მსახურების აღდგენას ითხოვენ.

ექიმები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს რაიმე მეცნიერული კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ ღვთიური ზიარება შეიძლება ინფექციის გადადების წყარო გახდეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ ეკლესიებში მსახურება გარკვეული ზომების დაცვით შეიძლება ჩატარდეს. კერძოდ, შეიძლება განისაზღვროს ტაძარში მყოფთა რაოდენობა, როგორც ეს ხდება დიდი სასურსათო მაღაზიების შემთხვევაში. დანარჩენი მორწმუნეები დარჩებიან ეკლესიის ეზოში სოციალური დისტანციის დაცვით, წინასწარ მონიშნულ ადგილებზე.

ადამიანები, რომლებიც ერთ კორპუსში ცხოვრობენ, დადგებიან გვერდიგვერდ. გადაადგილებისთვის გამოყოფილი იქნება თავისუფალი დერეფანი. ეკლესიის მსახურს შეუძლია ჩამოუაროს მორწმუნეებს ზიარებისთვის. მას ამ დროს, რამდენადაც მორწუნესთან ახლო კონტაქტში შევა, უნდა ეკეთოს ნიღაბი. მორწმუნეები ტაძრიდან მორიგეობით, ცალ-ცალკე უნდა გავიდნენ. ამას გარდა, აუცილებელია ყველა არსებული ტაძრის გახსნა, რათა მორწმუნეები მათში გადანაწილდნენ და არ მოხდეს რომელიმე ეკლესიაში ხალხის მასობრივი თავმოყრა.

ექიმები წერილში გამოთქვამენ იმედს, რომ პრეზიდენტი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გაითვალისწინებს მრევლის მოთხოვნებს.

ამ დროისთვის კვიპროსში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 804 შემთხვევა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 98.

კვიპროსმა კარანტინი პანდემიის გამო 24 მარტს გამოაცხადა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: protothema

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close