fbpx
მსოფლიოnews

აშშ-ში კორონავირუსით ხუთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში კორონავირუსს ხუთი თვის ჩვილი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ახალშობილი გოგონა 21 მარტს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნიუიორკელი მეხანძრის ქალიშვილს დაბადებიდან აღენიშნებოდა გულთან დაკავშირებული პრობლემები.

„ის პატარა ანგელოზი იყო, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილით“, – უთხრა „ენბისის“ გარდაცვლილი ჩვილის ბებიამ.

ხუთი თვის ნიუიორკელი ბავშვი აშშ-ში კოვიდ-19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.

სულ ქვეყნის მასშტაბით 2 აპრილიდან დღემდე ახალ კორონავირუსს ერთიდან 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ემსხვერპლა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close