fbpx
დღის თემასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ინფექციური ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე მიაწოდა.

ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში სულ ოთხი მძიმე პაციენტია, მათგან ერთი გუშინ დაემატა.

„ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი, მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და თან არსებული დაავადება რკინადეფიციტური ანემიის სახით, რომელიც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს… მდგომარეობა თუ სტაბილური დაგვრჩება, გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს“, – თქვა მან ერთ-ერთ პაციენტზე.

მანვე ისაუბრა დანარჩენ სამ პაციენტზეც, რომელთა მდგომარეობაც ასევე მძიმეა. ერთ მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია აქვს, რამდენიმე დღეა სტაბილურია:

„შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“.

დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთს სეფსისი გამოუვლინდა, მეორესთან კი დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს.

[arve url=”https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fradiotavisupleba%2Fvideos%2F577933672814367%2F&show_text=0&width=560″ /]

ინფიცირებული 77 ადამიანიდან 34 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 10 – გაეწერა („პირველი არხის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ ამირან გამყრელიძის შვილსაც, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 7 მარტს დაუდგინდა – nostal.ge); დანარჩენი 33 ადამიანი კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსის ინფიცირებულთა მიმღებ ცენტრებში გადაანაწილეს. ეზუგბაიას თქმით, ბოლო ხუთი პაციენტიდან ერთი – ბათუმში, ერთი – ზუგდიდში, ერთი – გორში, ორი კი მათ კლინიკაში მოათავსეს.

ამ დროისთვის (13:00, 26.03.2020) არსებული ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინე რეჟიმში 4346 ადამიანი რჩება, 247 კი – სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

radiotavisufleba.ge

p. s.  საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელების წინა კრიტიკულ ფაზაში კიდევ 10 დღე იქნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი პროგნოზით, ქვეყანა კრიტიკულ ფაზაში დაახლოებით 10 დღის შემდეგ გადავა. გამყრელიძემ დაუმატა, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა თვითიზოლაციაა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close