მსოფლიოსაზოგადოება

ვატიკანმა ინდულგენციების გაცემა დაიწყო: COVID-19-ით ინფიცირებულებს ცოდვები მიეტევებათ

სამოციქულო პენიტენციარიის დოკუმენტში ფორმულირებულია ინდულგენციის მინიჭების პირობები კორონავირუსით ინფიცირებული იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში ან კარანტინში იმყოფებიან.

ვატიკანის სამიდან ერთ-ერთმა ტრიბუნალმა – სამოციქულო პენიტენციარიამ გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დროს მორწმუნეებისთვის ინდულგენციების დარიგებას ითვალისწინებს, იუწყება National Catholic Reporter-ი ვატიკანის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ინდულგენცია – რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელია, რომელიც თითქოს ადამიანს ათავისუფლებს როგორც წარსულში ჩადენილი, ისე მომავალში ჩასადენი ცოდვებისგან. აღორძინების ეპოქაში ევროპაში ფართოდ იყო გავრცელებული ინდულგენციებით ვაჭრობა. მაგალითად, გერმანიაში კათოლიკე ბერები ირწმუნებოდნენ, რომ ვინც ინდულგენციას შეიძენდა, გარდაცვალების შემდეგ ღმერთი ცოდვებისათვის პასუხს აღარ მოსთხოვდა, და რომ ინდულგენციის შესყიდვით შეიძლებოდა გარდაცვლილი ახლობლის დახსნა ჯოჯოხეთიდან. ინდულგენციებით ვაჭრობას წერტილი პაპმა პიუს V-მ დაუსვა 1567 წელს.
„ამ დროისათვის მთელი კაცობრიობა, რომელსაც უხილავი და ვერაგი დაავადება ემუქრება, შეპყრობილია შიშით… სპეციალური ინდულგენციები საჩუქრად გადაეცემათ COVID-19-ით დაავადებულ მორწმუნეებსა და მედიცინის მუშაკებს, მათი ოჯახების წევრებსა და ყველა იმას, ვინც ნებისმიერი სახით, მათ შორის, ლოცვით, ზრუნავს მათზე“, — ნათქვამია დეკრეტში.
სამოციქულო პენიტენციარიის დოკუმენტში ფორმულირებულია ინდულგენციის მინიჭების პირობები კორონავირუსით ინფიცირებული იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში ან კარანტინში იმყოფებიან.
ინდულგენციის მიღებას ასევე შეძლებს ყველა ის კათოლიკე, ვინც „მსოფლიო ეპიდემიასთან“ დაკავშირებით გულმოდგინედ ლოცულობს პანდემიის შეწყვეტისა და დაავადებულთა ხვედრის შემსუბუქებისთვის, არის სინანულში და იღებს ზიარებას.

გარდა ამისა დეკრეტი შეახსენებს საზოგადოებას, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო დროს არაერთხელ მოუწოდა მორწმუნეებს, ილოცონ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close