იტალიასაზოგადოება

COVID-19: იტალიელები სუპერმარკეტებს აცარიელებენ – თვითმხილველების ნაამბობი

გასულ უქმეებზე ბევრი სუპერმარკეტი მოულოდნელად აღმოჩნდა მყიდველების ალყაში

იტალიის ჩრდილოეთ ოლქის, ლომბარდიის მოსახლეობამ, სადაც გასული კვირის ბოლოს ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, სუპერმარკეტები დააცარიელა.

თვითმხილველების თქმით, მილანის სუპერმარკეტებსა და კვების პროდუქტების სხვა მაღაზიებში კვირას გვიან ღამემდე იდგა რიგები. მოსახლეობა დიდი რაოდენობით პროდუქციას იძენდა.

„ასეთი რამ ჩვენთან მხოლოდ შობის წინ შეინიშნება. მაღაზიები ხალხითაა სავსე. ყველა რაღაცას  ყიდულიბს, გატენილი ურიკებით გადიან“, – განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას 55 წლის ჯაკომომ.

მისი თქმით, ხალხი იმარაგებს ისეთ პროდუქციას, რომელიც ხანგრძლივად ინახება: მაკარონს, კონსერვებს, სხვადასხვა სახის შაშხეულს; ამის გამო საღამოსთვის ბევრი მაღაზია, პრაქტიკულად, დაცარიელდა. მიუხედავად ამისა, ჯაკომოს თქმით, პანიკაზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია: ადამიანები, უბრალოდ, თადარიგს იჭერენ.

მილანელი მამაკაცი განმარტავს, რომ კოადონიოსა (ქალაქში, სადაც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა) და რამდენიმე მეზობელ დასახლებულ პუნქტში ამ დროისათვის წარმოება და კომერციული საქმიანობა დროებით მთლიანად შეწყვეტილია.

„უცბად გაირკვა, რომ ბევრი ადგილობრივი მაღაზიაც დაიკეტა, მათ შორის, საქონლის მოუწოდებლობის გამო. და ადამიანებმა გადაწყვიტეს, პროდუქტები მოემარაგებიათ იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება“, – აღნიშნა ჯაკომომ.

კიდევ ერთმა მილანელმა, სახელად კრისტიანამ, სააგენტოსთან საუბრისას თქვა, რომ ინტერნეტით კვების პროდუქტებზე შეკვეთები მეორე დღემდე იგვიანებს.

„ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. როგორც წესი, პროდუქტები შეკვეთიდან რამდენიმე საათში მოაქვთ ხოლმე“, – განაცხადა მან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ იტალიის ბევრ ქალაქში. ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ მოუწოდა თანამემამულეებს, არ აჰყვნენ პანიკას და „იცხოვრონ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ“. მისი თქმით, პროდუქტების მომარაგებას აზრი არ აქვს, მაღაზიები პროდუქციით უზრუნველყოფილი იქნება.

თავის მხრივ, შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა კვების პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა დონატელა პრამპოლინიმაც. მისი თქმით, გასულ უქმეებზე ბევრი სუპერმარკეტი მოულოდნელად აღმოჩნდა მყიდველების ალყაში.

გააგრძელეთ კითხვა აქ: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close