საქართველოსაზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა. იგი ქუთაისის კლინიკა „ელჯიდაკომპანიაში“ გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგონას აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას ტემპერატურა 37,2 აღენიშნება.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, რა ტიპის ვირუსია, დადგენილი არ არის. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close