ქართველები უცხოეთშიპოლიტიკა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროგრამის პრეზენტაცია ათენში

23 თებერვალს ათენში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საპატიო მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინა დოლიძის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ქალბატონი დარეჯან მუმლაძე.

კონსტანტინა დოლიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – გამარჯვებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში. მან საკონკურსო კომისიას წარუდგინა საინტერესო პროგრამა, რომლის მიზანია საბერძნეთში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ამჯერად ეს პროგრამა ფართო საზოგადოებას წარედგინა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ათენში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ახალგაზრდა ელჩის პროგრამის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას მასპინძლობდა ქართულ-ბერძნული საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობების ცენტრი „Πήγασος – მერანი“.

კონსტანტინა დოლიძე (შუაში) ქართველ სტუდენტებთან ერთად

უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ინტერვიუს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან, კონსტანტინა დოლიძესთან და დეტალურად გაგაცნობთ მის მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც ერთ წელზეა გათვლილი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოებას.

გიორგი ჯანელიძე

ამავე თემაზე: კონსტანტინა დოლიძე – საქართველოს ახალი ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close