პოლიტიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთისაქართველო

კონსტანტინა დოლიძე – საქართველოს ახალი ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთში

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – შესარჩევი ფაზა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინა.

კომისიის გადაწყვეტილებით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საპატიო მოვალეობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში კონსტანტინა დოლიძე შეასრულებს.

კონსტანტინა წარმოშობით თიანეთიდან არის, გაიზარდა ათენში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. ამჟამად სწავლობს პირეოსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

კონსტანტინა დოლიძემ საკონკურსო კომისიას წარუდგინა საინტერესო პროგრამა, რომლის მიზანია საბერძნეთში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

წარმატებებს ვუსურვებთ კონსტანტინას!

გიორგი ჯანელიძე

P. S. პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close