საზოგადოებასაქართველო

რუსეთში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად საქართველოს 2 მოქალაქე დაიღუპა (ვიდეო)

ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალებულ ავტობუსში, რომელიც რეისს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი ამოტრიალდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაზუსტებული ცნობით, ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

ამასთან, ცნობილია, რომ ავტობუსში ავარიის დროს სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა. ავტობუსის ორი მძღოლი და 17 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთი ბავშვია.

როგორც რუსული მედია იუწყება, მცირეწლოვანი სამედიცინო ცენტრში მამასთან ერთად იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლიპეცკის ოლქის მთავრობის მონაცემებით, ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის და საქართველოშია დარეგისტრირებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა 26 დეკემბერს, ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close