საზოგადოებასაქართველოსპორტი
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ლაშა ტალახაძეს მიენიჭა
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/12/talakhadze.jpg)
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. ეს ტიტული მას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
სესიის დელეგატებმა კენჭისყრით წლის საუკეთესო სპორტული ფედერაციაც დაასახელეს – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
გარდა ამისა, დასახელდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები სხვადასხვა ნომინაციაში.
2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა გიორგი იანტბელიძე, 23 წლამდე საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი, კალათბურთელი გოგა ბითაძე გახდა.
საუკეთესო სპორტსმენ ქალად მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე დაასახელეს, ხოლო წლის აღმოჩენის ნომინაციაში ძიუდოისტებმა – ლუკა მაისურაძემ და ეთერ ლიპარტელიანმა გაიმარჯვეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები