fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

მეგი კუპრაძეს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს – რას ჰყვება ემიგრანტი ათენში 25 წლის გოგოს იდუმლებით მოცულ ისტორიაზე

20 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთში ქართველი ემიგრანტის, 25 წლის მეგი კუპრაძის გარდაცვალების შესახებ. ახალგაზრდა გოგონა ოზურგეთიდან იყო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ემიგრანტმა ​თავი მოიკლა. ის კალიმარმაროს სკვერში ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ერთ-ერთი ემიგრანტი „რეზონანსთან“ ჰყვება, რომ ახალგაზრდა გოგონას საკმაოდ კარგი სამსახური ჰქონდა და სუიციდის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ემიგრანტის თქმით, ის პარკის დარაჯმა ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილს საღამოს კაბა ეცვა.

„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგიმ თავი მოიკლა და ის პარკის დარაჯმა ჩამომხრჩვალი ნახა. თუმცა შემდეგ ბერძნულ მედიაში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის მოკლულია და სუიციდის ვერსია საეჭვოა. დარაჯმა გოგონა საღამოს კაბაში ჩაცმული იპოვა.

ეს პარკი ათენის ცენტრშია, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ინთება, მის გვერდით. საკმაოდ ცნობილი ადგილია. იქ რა უნდოდა და როგორ აღმოჩნდა, პოლიცია ახლა ამას იკვლევს. ვარაუდობენ, რომ ჯერ ღამის კლუბში უნდა ყოფილიყო და პარკში შემდეგ აღმოჩნდა. ფაქტია, რომ თვითმკვლელობის ინსცენირებაა. ის ისეთი მხიარული და ლაღი გოგო იყო, რომ თავს არ მოიკლავდა.

საბერძნეთში ცხოვრება მშვენივრად ააწყო. კარგი საქმროც ჰყავდა და ხელის მოწერასაც აპირებდნენ, ამიტომაც თვითმკვლელობის მოტივი კიდეევ უფრო საეჭვო და ბუნდვანი ხდება. თანაც სახლის პატრონისთვის უთქვამს, საქართველოში უნდა წავიდე, შვილები ვნახო და თან ცხვირის ოპერაცია  გავიკეთოო. როგორც ჩანს, პოლიციას აქვს რაღაც ხელჩასაჭიდი ვერსია და ამიტომაც გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო“, – ამბობს ემიგრანტი „რეზონანსთან“.

resonancedaily.com

ამავე თემაზე: ტრაგედია კალიმარმაროში – მშვენიერი ქართველი გოგონა ძაღლის ღვედით ჩამომხრჩვალი იპოვეს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close