კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ტრაგედია კალიმარმაროში – მშვენიერი ქართველი გოგონა ძაღლის ღვედით ჩამომხრჩვალი იპოვეს

ათენის ცენტრში, პანათინაიკოსის სტადიონზე, 25 წლის ქართველი გოგონა ძაღლის ღვედით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ტრაგედია საიდუმლოებით არის მოცული. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „პროტოთემა“ წერს. სტატიაში, სათაურით: „ტრილერი კალიმარმაროში – მშვენიერი ქართველი ქალი ძაღლის ღვედით ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – ტრაგედიის დეტალებზეა საუბარი.

25 წლის ახალგაზრდა ქალს დედა და ბერძენი შეყვარებული მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მან კვირა საღამოდან მოყოლებული, უპასუხოდ დატოვა მათი სატელეფონო ზარები.

გოგონა კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა აღმოაჩინა ორშაბათ დილით, როდესაც მან ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარი გააღო. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის საყელური ჰქონდა შემოხვეული. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს უმძიმესი სურათი დახვდათ.

მედიის ცნობით, გოგონას შესანიშნავი ჩაცმულობა მიანიშნებდა, რომ ტრაგედიამდე იგი რომელიმე ძვირფას რესტორანში ან კლუბში უნდა ყოფილიყო. პოლიციას ადგილზე დახვა მისი ჩანთა გოგონას პირადი ნივთებით, პალტოს ჯიბეში ნაპოვნ მობილურ ტელეფონში კი სამართალდამცველებმა უამრავი უპასუხო ზარი ნახეს და ახლობლებს დაუკავშირდნენ.

„პროტოთემას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონა ათენში, მეცის (Μετς) რაიონში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. გოგონას დედამ და შეყვარებულმა პოლიციელებს უთხრეს, რომ კვირა ღამიდან ეძებდნენ მას; მათივე თქმით, გარდაცვლილს თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა და მისი ქცევაც არ იყო საეჭვო.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, სცენა თვითმკვლელობას ჰგავს, თუმცა არაფერია გამორიცხული. პოლიცია ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/957190/thriler-sto-kallimarmaro-georgiani-kalloni-vrethike-kremasmeni-me-louri-skulou/

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close