fbpx
კრიმინალიმსოფლიოტექნოლოგიები

წლის ყველაზე არასანდო პაროლების რეიტინგი!

ამერიკულმა კომპანია SPLASHDATA-მ, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობს, 2019 წლის ყველაზე არასანდო პაროლების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი, რეიტინგის შედგენის მიზნით სპეციალისტებმა თაღლითების მიერ მოპოვებული 5 მილიონზე მეტი ანგარიში შეისწავლეს.

„სასიხარულოა, რომ პაროლი password პირველ ადგილზე აღარაა, თუმცა მომხმარებლები პაროლის სახით კვლავ ადვილად ამოსაცნობ კომბინაციებს იყენებენ. რეიტინგის მაღალ საფეხურებზე ორი ახალი პაროლია – 1q2w3e4r და qwertyuiop“, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მორგან სლეინი.

წლის ყველაზე არასანდო პაროლი 123456 გახდა, რომელიც კიბერთაღლითების მიერ მოპარული პერსონალური მონაცემების 4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა კომბინაცია 123456789, მესამეზე კი – qwerty. პირველ ათეულშია პაროლები 123123 და 654321. ასევე ხშირად გამოიყენება პაროლად სიტყვები – welcome და password1.

„ჩვენი ყოველწლიური რეიტინგების მიზანია, რომ ადამიანებმა ინტერნეტში თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვაზე იზრუნონ. თუ ჩვენს რეიტინგში თქვენი პაროლი აღმოაჩინეთ, აუცილებლად შეცვალეთ ის“, – ამბობს მორგან სლეინი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close